საჯავახო (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მითითებულია იმდროინდელი სახელწოდებით
ხაზი 12:
{{ციტატა|მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო|ახალი ქართლის ცხოვრება}}
 
XVI საუკუნის 70-იან წლებში გურიელმა მალევე დაკარგა საჯავახო და მას კვლავ იმერეთის მეფე დაეპატრონა. 1661 წელს [[ვახტანგ V]] შაჰნავაზის იმერეთში ლაშქრობის დროს ვახტანგმა საჯავახო გურიელს უბოძა, მაგრამ გურიელმა წყალობას იმავე წელს დაკარგა და საჯავახო ისევ იმერეთის მეფის ხელში გადავიდა. XVII საუკუნის ბოლოს [[მამია III გურიელი|მამია III გურიელი]]სა და [[არჩილ II]]-ს შორის იმერეთის ტახტისთვის ბრძოლაში მამია III-ს უერთგულა მისმა სიძემ, გიორგი შერვაშიძემ, რისთვისაც ჯილდოდ მიიღო [[გურიის ერისთავები (საგვარეულო)|ერისთავობა]] და მამულები, მათ შორის საჯავახო.<ref>{{წიგნი |ავტორი=ჩხატარაიშვილი ქ.| series=| სათაური=„გურიის სამთავრო“| გამომცემლობა=|ადგილი=თბ.|წელი=1959| isbn=|გვერდები=148|ბმული=|}}</ref>

1732 წელს [[მამია IV გურიელი]] დაუმოყვრდა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ს, ცოლად მოიყვანა მისი ქალიშვილი როდამი. როდამს მზითვად ალექსანდრე V-მ გაატანა საჯავახოს მხარე. გურიელმა ალექსანდრეს მხარი დაუჭირა ჩიხორთან თავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მეფემ გაიმარჯვა. 1770-იან წლებში როდამის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნეში იმერთა მეფე [[სოლომონ I]]-მა საჯავახო ჩამოართვა გურიელებს და იმერეთის სამეფოს შეუერთა. 1787 წელს [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II]]-მ საჯავახო შესაბამისი სიგელით უკან დაუბრუნა გურიის სამთავროს<ref>[https://aboutguria.blogspot.com/2019/04/blog-post_13.html იმერეთის მეფე გურიელს უმტკიცებს საჯავახოს]</ref>, თუმცა მისმა მომდევნო იმერთა მეფემ [[სოლომონ II]]-მ ეს მხარე მალევე ჩამოართვა გურიელს და იმერეთის სამეფოს მიუერთა.
 
[[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მიერ დასავლეთ საქართველოს მიერთების შემდეგ საჯავახო სახაზინო მამულად აღირიცხა. საჯავახოს კანონიერ კუთვნილებაზე გურიელის მოთხოვნის გამო იმპერიამ მხარე ორად გაყო, ერთი ნაწილი დაუბრუნა გურიელს, ხოლო მეორე ნაწილი დაუტოვა იმერეთს და გადასცა იმერელ თავადებს ოტია და [[სეხნია წულუკიძე]]ებს. გურიისა და იმერეთის საჯავახოებს ერთმანეთისგან ჰყოფდა მდინარე [[ხევისწყალი]]. 1840-იანი წლებიდან ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში შევიდა [[გამოჩინებული]]ს საბლაღოჩინო, ხოლო ოზურგეთის მაზრაში - გურიის საჯავახოს საბლაღოჩინო. გურიის საჯავახო ორ სასოფლო საზოგადოებას მოიცავდა: [[საჭამიასერი|ნანეიშვილები]] და [[ზემო ხეთი]]. ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფა შენარჩუნებულია დღემდე და საჯავახოს ერთი ნაწილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია, ხოლო მეორე ნაწილი — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის.