ამიერკავკასიის სეიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 83:
 
18 თებერვალს მოწვეულ იქნა საგანგებო სხდომა, რომელიც საღამოს 5 საათის მაგივრად 10 საათზე შედგა სასახლის დარბაზში. საუბარი ეხებოდა ამიერკავკასიაში მოვლენების განვითარებას და საზავო ხელშეკრულებას. სხდომა დაიხურა 11 საათზე<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18952/1/Ertoba_1918_N41.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 20 თებერვალი]</ref>.
 
19 თებერვალს სხდომა 14:40 საათზე გაიხსნა. მოხსენებით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავჯდომარე ალ. ლომთათიძე. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ და კამათობდნენ ნ. ჟორდანია, ე. გეგეჭკორი, გობეჩია და ჯაფაროვი. კამათის გაგრძელება შემდეგი დღისთვის გადაიდო. სხდომა დაიხურა<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18954/1/Ertoba_1918_N42.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 21 თებერვალი]</ref>.
 
ამიერკავკასიის სეიმის [[22 აპრილი]]ს სხდომაზე გამოცხადდა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] დამოუკიდებლობა და ჩამოაყალიბა სამთავრობო კაბინეტი [[აკაკი ჩხენკელი]]ს მეთაურობით. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თვითლიკვიდაცია და [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ადფრ]]-ის ლიკვიდაცია გამოაცხადა.