ამიერკავკასიის სეიმი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
'''ე. გეგეჭკორი'''. მოქალაქენო და სეიმის წევრნო! გამოვდივარ თქვენს წინაშე, როგორც ამიერკავკასიის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც მოიწვია ყველა რევოლუციურმა ორგანიზაციებმა ასეთ საშინელ დროს. არ დავფარავ, რომ აღელვებული ვარ. როგორც ვსთქვი ჩვენ მოგვიწია ამიერკავკასიის ყველა რევოლუციურმა ორგანიზაციებმა სათავეში ჩავდგომოდით კავკასიის მთელ ცხოვრებას ისეთ დროს, როდესაც მთელი რუსეთის და ამიერკავკასიის საზოგადო ცხოვრება ძირიან ბუდიანათ შერყეული იყო, და არ გვქონდა აქ საარსებო საშუალება, ასეთ დროს არა თუ ძნელი იყო ჩვენთვის მუშაობა, პირდაპირ შეუძლებელი იყო რამეს გაკეთება. არავითარი საშუალება არ გვქონდა შემოქმედებითი მუშაობისათვის მიგვეყო ხელი. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვალდებული ვიყავით გვემუშავნა, რადგან ამას გვავალებდა ჩვენი სინდისი და რევოლუციური დემოკრატია. კასა ცარიელი გვქონდა, ყოველ დღე მოდიოდნენ ჩვენთან მუშები და თავიანთ ხვედრ ფულებს გვთხოვდნენ. როცა არ გვქონდა აბა რა უნდა მიგვეცა? ცენტრიდან არაფერს მოველოდით. და აი ასეთ საშინელ დროს ჩვენ მაინც არ დაგვიყრია ძირს ფარ-ხმალი და როგორც შეგვეძლო ისე ვაკეთებდით დავალებულ საქმეს.
ჩვენ ვმუშაობდით მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსთან სრულ შეთანხმებით. ეხლა თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდთ მთელ რუსეთში და აგრეთვე ჩვენშიაც. მე მოგახსენებთ ზავის შესახებ. თქვენ კარგად იცით თუ რა ცეცხლში გაიარა ამ საკითხმა. იცით რუსეთის რევოლუციური ლოზუნგი —ზავი უანექსიო და უკონტრიბუციო. ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ, მოგახსენებთ მხოლოდ უკანაკსნელ ამბავს. ლენინის მთავრობამ შეჰკრა ზავი გერმანიასთან, ამით რუსეთის რევოლუცია საბოლოოდ დაიღუპა და გერმანიის იმპერიალიზმს გამარჯვების ფრთები შეასხა.
ეხლა მოგახსენებთ რა გავაკეთეთ ჩენ ამ მხრით. (ის კითხულობს ვეხიბ-ფაშასთან მიწერ-მოწერის დეპეშას). უკანასკნელ დეპეშით ჩენ ვაცნობეთ ვეხიბ-ფაშას, რომ ჩვენი დელეგატები 17 თებერვალს წავლენ მოსალაპარაკებლად. კიდევ ვამბობ, რომ ეს საკითხი ფრიად საჩქაროა, რადგან ცნობები მივიღეთ, რომ შესაძლებელია ფრონტზე შეტაკება მოხდეს. თუ გსურთ ახლა გაგაცნობთ კავკასიის ფრონტის მდგომარეობას. ჯერ კიდევ ზავზე მოლაპარაკება არ დაწყებულიო, რომ ჯარმა თავისი ნებით წამოსვლა იწყო, პირველად წამოვიდა ცნობილი 39 დივიზია. ჯარების წამოსვლამ სტიქიური ხასიათი მიიღო, ყველაფერი იქ დაყარეს, რის წამოღებაც არ შეეძლოთ, აუარებელი სიმდიდრე ფრონტზე დატოვეს და სახლისკენ გამოიქცნენ. ფრონტი გატიტვლდა. ოსმალთა ჯარი წინ წამოვიდა და დაიჭირა ერზინჯანი, არდასუ და ტრაპიზონსაც მალე ხელში ჩაიგდებენ. ვეხიბ-ფაშა თავის ასეთ მოქმედების საბუთად იმას ასახელებს, რომ რუსის ჯარმა ყველაფერი ოხრად დასტოვა და მოვლა-პატრონობა უნდაო.
ასეთია ფრონტზე მდგომარეობა და კიდევ ვიმეორებ ზავის საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადასჭრათ. 17 თებერვალი შორს არ არის, როცა თქვენ აუცილებლად უნდა გაგზავნოთ დელეგატები.“
{{დამალული ბლოკის დასრულება}}
|