ამიერკავკასიის სეიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
სეიმის წინააღმდეგ გამოდიოდა ორი ბანაკი. ესენი იყვნენ: ადგილობრივი ნაციონალისტები და ბოლშევიკები. ნაციონალისტები (ეროვნული დემოკრატებიდან დაწყებული სოციალისტ-ფედერალისტებამდე) თვლიდნენ, რომ „რევოლუციის განვითარება ფედერალიზმის დროშის ქვეშ მიმდინარეობს, რუსეთი დანაწილდა მრავალ ერთეულებად და ახლა ჯერი ამიერკავკასიაზე მიდგა, უნდა დანაწილდეს ეს კუთხეც ეროვნულ ერთეულებად. თითოეულმა ეროვნებამ ცალკე უნდა მოიწვიოს საკუთარი ეროვნული დამფუძნებელი კრება, ამ გზით დამყარდება ცალკე სახელმწიფოები და შემდეგ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეუკავშირდებიან ერთმანეთს და შექმნიამ ამიერკავკასიის ფედერალურ საბჭოს. ბოლშევიკების პოზიცია მიუხედავად მათი არაერთი განცხადებისა, მდგომარეობდა იმაში რომ ხედავდნენ საფრთხეს ამიერკავკასიის რუსეთიდან გამოყოფისა. მიღებული იყო ფორმულირება, რომ ამიერკავკასიის სეიმს უნდა ეფუნქციონერა რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. იმ შემთხვევაში თუ რუსეთში არ ან ვერ შეიკრიბებოდა დამფუძნებელი კრება, მაშინ ამიერკავკასიაში სეიმს უნდა აეღო დამფუძნებელი კრების ფუნქცია“<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18904/1/Ertoba_1918_N21.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 27 იანვარი]</ref>.
 
'''[[10 თებერვალი|10 თებერვალს]]''' დღის 1 საათსა და 10 წუთზე გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმის კრებასეიმი, რომელიც დაკომპლექტდა რუსეთის დამფუძნებელ კრებაში არჩეული ამიერკავკასიელი დეპუტატებით.

კრების გახსნისას სიტყვა წარმოსთქვა [[კარლო ჩხეიძე]]მ. დასასრულ, წინადადებით გამოვიდა შეემუშავებინათ დღის წესრიგი. სიტყვა ითხოვა სულთანოვმა. მან განაცხადა, რომ „მუსავათის“ დელეგატები, რიცხვით 33 კაცი, ჯერ არ იყვნენ ბაქოდან ჩამოსულნი და ამისათვის კრება გადადებულიყო მომდევნო დღისათვის. წინადადებას „დაშნაკიუცუნის“ ფრაქციის სახელით მიემხრო ხატისოვი, ეროვნულ-დემოკრატების — გვაზავა.
 
სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით ნ. რამიშვილმა წინადადება შეიტანა გადადებულიყო კრება 13 რიცხვისათვის, როცა ყველა დელეგატი ადგილზე იქნებოდა<ref>[https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/18936/1/Ertoba_1918_N35.pdf გაზ. „ერთობა“, 1918 წლის 13 თებერვალი]</ref>.