კახეთის აჯანყება (1812): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
აჯანყების მიზეზი გახდა სამხედრო ეგზეკუციის ჩაყენება გლეხებისგან პურის შესაგროვებლად უკიდურესად დაბალ ფასში. ამას თან დაერთო ორწლიანი მოუსავლიანობა. [[სიღნაღის მაზრა|სიღნაღის მაზრის]] გლეხობას 40 ათასი კოდი ხორბლის გადახდა დაეკისრა, მთავრობა კოდ პურში იძლეოდა 6 აბაზს, როცა მისი საბაზრო ღირებულება 5―6 მანეთს აღემატებოდა. მოსახლეობამ უარი თქვა ხორბლის ასეთ ფასად გაყიდვაზე. სოფლებში [[ეგზეკუცია]] ჩააყენეს.
 
აჯანყება დაიწყო 1812 წლის 31 იანვარს სოფელ [[ახმეტა]]ში და მოედო მთელ კახეთს. მეთაურები იყვნენ ოთარ ქობულაშვილი, ნინია ანდრონიკაშვილი, სიმონ და ადამ ბებურიშვილები, ივანე მაყაშვილი. აჯანყება თავიდან წარმატებული იყო, გლეხებმა მოკლეს 16 ოფიცერი, 300 სამხედრო, ხელთ იგდეს ტყვეები და სამხედრო ალაფი. აჯანყებულებმა დაიკავეს [[თელავი]], [[სიღნაღი]], გაიმარჯვეს ბრძოლაში ბოდბისხევთან, სადაც 2 ოფიცერი და 212 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. კახეთის სამედროსამხედრო ოლქის უფროსი გენერალი პორტნიაგინი, რომელიც საგარეჯოსთან დამარცხდა[[ოთარ ქობულაშვილი|ოთარ ქობულაშვილმა]] დაამარცხა, თბილისში გაიქცა. აჯანყებას მხარი დაუჭირეს მეზობელ [[ანანურის მაზრა]]ში. ფშავ-ხევსურთა ათასკაციანმა რაზმმა იოსებ სიდამონიშვილის წინამძღოლობით აიღო დუშეთი, ფასანაური, ალყა შემოარტყა ანანურს და დაკეტა [[საქართველოს სამხედრო გზა]]. აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს [[გრიგოლ ბაგრატიონი]].
 
საქართველოს მთავარმართებელი [[ფილიპ პაულუჩი]], რომელიც [[რუსეთ-ირანის ომი (1804-1813)|რუსეთ-ირანის ომი]]ს ფრონტზე იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა და არტილერიით კახეთისკენ დაიძრა. რუსეთს მხარი დაუჭირეს თავადებმა [[გაბრიელ ყაზბეგი|გაბრიელ ყაზბეგმა]], კონსტანტინე მუხრანბატონმა, იოსებ ბებუთაშვილმა, ნინია ერასტიშვილმა, არქიმანდრიტმა ელეფთერ ზუკაკიშვილმა. პაულუჩმა გაიარა ხაშმი, მანავი, კაკაბეთი, ქიზიყი და დაიძრა თელავისკენ. 1812 წლის მარტში [[ჩუმლაყის ბრძოლა]]ში აჯანყებულები დამარცხდნენ. გრიგოლ ბაგრატიონი დაღესტანში გაიქცა. მეთაურის გარეშე დარჩენილმა მეამბოხეებმა თელავი დათმეს. პაულუჩმა ცვლილებები შეიტანა მმართველობაში, გააუქმა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და აღადგინა [[მოურავი|მოურავობა]], აკრძალა ეგზეკუციები, გაზარდა თავადაზნაურთა სამაზრო წინამძღოლების როლი, სამოქალაქო საქმეების წარმოება დაიწყო ქართული სამართლით.