ვაშლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
85.117.60.114-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''ვაშლი''' ({{lang-la|Malus}}) — ხე და ბუჩქოვან [[მცენარეები|მცენარეთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ({{lang-la|Rasaceae}}) [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მოიცავს 33 ველურ [[სახეობა]]ს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. [[მცირე აზია]]სა და [[კავკასია]]ში ფართოდაა კულტივირებული [[აღმოსავლური ვაშლი]] (მაჟალო) ({{lang-la|Malus Orientalis}}).
 
ველური ვაშლი ძვირფასი მასალაა ხილის გადასამუშავებელი მრეწველობისათვის. [[თესლი (მცენარე) |თესლს]] იყენებენ საძირეების მისაღებად, მასზე ამყნობენ ვაშლის კულტურულ ჯიშებს. ზოგი სახეობა გამოიყენება [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულ მცენარედ]]. ყველა ვაშლის [[ყვავილი|ყვავილს]] საუცხოო [[ნექტარი]] აქვს. კულტურული ვაშლი 14 მ-მდე სიმაღლის ხეა. სხვადასხვა ჯიშის [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]]ს ზომა, ფორმა და შეფერილობა სხვადასხვაგვარია. წვრილნაყოფიანი ჯიშების ნაყოფი შეიძლება 25 [[გრამი|გ]]-ზე ნაკლები იყოს, მსხვილნაყოფიანებისა 600 გ-მდე. ფორმის მიხედვით ნაყოფი მომრგვალო, ბრტყელი, ცილინდრული, კვერცხისებრი, წაგრძელებული ან ზარისებრია. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წიბოიანი, ზოგჯერ ბორცვიანი კანის ძირითადი შეფერვა ცვალებადობს მომწვანოდან ყვითელსა და თეთრამდე. გარდა ძირითადი ფერისა, ნაყოფს აქვს მფარავი ფერი, რომელიც წარმოიქმნება [[მზე|მზის]] სხივების პირდაპირი ზემოქმედებით. მფარავი ფერი შეიძლება იყოს ზოლებიანი ან მთლიანი, ის იცვლება ვარდისფერიდან ღია-წითელ ან მუქ-წითელ ფერამდე. ვაშლის რბილობი თეთრი, მომწვანო, ყვითელი ან ვარდისფერია. ვაშლი სინათლის მოყვარული, ტენისა და საკვები ნივთიერებების მომთხოვნი მცენარეა. მოჰყავთ მეხილეობის ყველა ზონაში სხვადასხვაგვარ ნიადაგზე.
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა. ვაშლს პირველი ადგილი უჭირხავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში.
[[ფაილი:Appletree bloom l.jpg|მარჯვნივ|260პქ|მინი|ვაშლი ყვავილობისას]]
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები — [[თურაშაული]], [[კეხურა]], [[ძუძუვაშლა]] და სხვა. [[საქართველო]]ში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში, კერძოდ, [[კახეთი|კახეთში]], [[ქართლი|ქართლში]], [[მესხეთი|მესხეთში]], [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში]], [[იმერეთი|იმერეთში]], [[რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმში]], [[სვანეთი|სვანეთში]], [[გურია]]ში, [[აჭარა]]ში, [[სამეგრელო]]ში, [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] და სხვაგან.
 
ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს [[შაქარი|შაქარს]] ([[ფრუქტოზა]], [[გლუკოზა]], [[საქაროზა]]), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, [[მურაბა]]ს, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა). ვაშლის კულტურულ ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ, ამისათვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტურული ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. ძლიერ საძირეზე დამყნობით დიდი ხე იზრდება, დუსენზე დამყნობით — საშუალო ხე.
 
საქართველოში გავრცელებული ვაშლის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია [[აბილაური]], ქართული დანა ვაშლი, მამულო, მახარა, კეხურა, თურაშაული, [[ყინულა]], [[ნისკარტა]] და სხვა. შემოტანილი ჯიშებიდან დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ზამთრის ბანანს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ჯიშია და საქართველოში შემოიტანეს XX საუკუნის დასაწყისში. იძლევა საუკეთესო პროდუქციას; ასევე კანადურ რენეტს, შამპანურ რენეტს, აპორტს, როზმარინ თეთრს, ბელფლორ ყვითელს, შაფრანს, ზამთრის პარმენს და სხვა. ქართველმა სელექციონერმა თ. ცერცვაძემ გამოიყვანა ვაშლის ახალი ჯიშები: „[[საგამოფენო]]“, „გორული სინაპი“, „[[ივერია (ვაშლი) | ივერია]]“, „[[საქართველოს პიონერი]]“. ვაშლს საგრძნობ ზიანს აყენებს [[ვაშლის ჩრჩილი]], [[ვაშლის ნაყოფჭამია]], ფოთლის რინქიტი და სხვა. დაავადებათაგან ვაშლისთვის საშიშია [[ვაშლის ქეცი]] და ნაყოფის სიდამპლე.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაშლი“-დან