ნიკოლოზ ბერძნიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
'''ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი)''' (დ. [[16 სექტემბერი]] [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], [[1829]], [[არდონი (ჩრდილოეთი ოსეთი)|სოფ. არდონი]], ახლანდელი [[ჩრდილოეთი ოსეთი]] ― გ. [[1874]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.
==ბიოგრაფია==
დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“, რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გამოცემული წიგნისა — „თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით“ (1870) და გამოკვლევა (რუსულ ენაზე) „სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში“ (1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864–1874 წლებში იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის „აქტების“ შედგენაში. საყურადღებოა "კავკაზში" 1857–1859 წლებში გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ბერძნიშვილი ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნული თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვა.
 
==ლიტერატურა==