ღია მარანი ძირითადად [[დასავლეთ საქართველო]]სთვისაასაქართველოსთვისაა დამახასიათებელი. მარნის წინ, ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაყრილია ქვევრები, შემოკავებულია შქმერის ღობით და დაჩრდილულია ვაზის ტალავერით ან [[კომში]]ს ხეებით. ღია მარანი შეგუებულია დასავლეთ საქართველოს [[ჰავა|ჰავისა]] და ნიადაგის ჭარბტენიანობას. აქ დახურულ მარანში ღვინის შენახვა საზიანოცაა. მარნის ცალკეულ კუთხეებში სრულდებოდა რიტუალები და წეს-ჩვეულებანი. დასავლეთ საქართველოს მხოლოდ მთიან მხარეებში გვხვდება დახურული ჭურ-მარანი.