მაყრული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მაყრული''', ქორწინების წესთან დაკავშირებული ქარ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''მაყრული''', [[ქორწინება|ქორწინების]] წესთან დაკავშირებული ქართული ხალხური მრავალხმიანი (ორ- და სამხმიანი) მამაკაცთა სიმღერა. სრულდება როგორც საქორწილო სამზადისის, ისე [[ქორწილი]]სა და საქორწილო მსვლელობის დროს. ამ უკანასკნელს ეწოდება „მგზავრული მაყრული“. მაყრული ქორწილის დაწყებისა და სასრულების მაუწყებელიცაა. სიმღერას ასრულებს მაყრებისაგან შემდგარი გუნდი. მაყრულისთვის დამახასიათებელია მხნე, სიცოცხლით აღსავსე, მხიარული განწყობილება. სიმღერის მუსიკა კუპლეტური ფორმისაა, აგებულია მხნე ინტონაციაზე. მაყრულისთვის დამახასიათებელია მკვეთრი რიტმი, ენერგიული, ვაჟკაცური შესრულება. მაყრულის პოეტური ტექსტები გვიხასიათებს საქორწილო ჩვეულებებს, გადმოგვცემს ნეფე-დედოფლისა და მათი მშობლების განცდებს, ხოტბას ასხამს დაქორწინებულს და სხვა ტექსტებს. „მაყრულის“ ტექსტები ჩაიწერეს [[ვახტანგ კოტეტიშვილი|ვახტანგ კოტეტიშვილმა]], [[თედო რაზიკაშვილი|თედო რაზიკაშვილმა]], [[ივანე გვარამაძე]]მ, [[სევასტი გაჩეჩილაძე]]მ და სხვებმა.
 
==ლიტერატურა==
* ''თეიმურაზ მეორე'', სარკე თქმული, თხზ. სრ. კრ., თბ., 1939;
Line 6 ⟶ 7:
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;
*''ჩხიკვაძე გ.,'' ქსე, ტ.6, გვ. 507, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაყრული“-დან