ჰიდროდინამიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 1:
'''ჰიდროდინამიკა''' ([[ჰიდრო...]] და [[დინამიკა]]) — [[ჰიდრომექანიკა|ჰიდრომექანიკის]] ქვედარგი, რომელიც სწავლობს უკუმშველი სითხის მოძრაობას და მის ურთიერთქმედებას მყარ სხეულებთან. ჰიდროდინამიკის მეთოდები საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სითხის ნებისმიერ წერტილსა და დროის ნებისმიერ მომენტში [[სიჩქარე]], [[წნევა]], [[ხახუნი]] და მოძრაობის სხვა ფიზიკური მახასიათბლები, აგრეთვე სითხეში მოძრავი სხეულების წინაღობის ძალა და სხვა სითხის მოძრაობის კანონების შესწავლა შესაძლებელია თეორიულად და ექსპერიმენტულად. არსებობს სითხის მოძრაობის თეორიული კვლევის ორი მეთოდი: [[ჟოზეფ ლუი ლაგრანჟი|ლაგრანჟისა]] და [[ლეონარდ ეილერი|ეილერისა]]. პირველი მეთოდით შეისწავლიან სითხის თითოეული ნაწილაკის, როგორც მატერიალური ნაწილაკის, მოძრაობას, მეორე მეთოდით — მოძრაობის დამახასიათებელ ვექტორულ და სკალარულ სიდიდეთა ველს სივრცეში. ორივე შემთხვევაში იგულისხმება, რომ სითხის ნაწილაკებით უწყვეტად ივსება მათ მიერ დაკავებული მოცულობა. ჰიდროდინამიკაში განიხილავენ იდეალური და ბლანტი სითხის მოდელს.
 
იდეალური სითხის მოძრაობა მათემატიკურად უწყვეტობისა და მოძრაობის პირველი რიგის კერძოწარმოებულებიან არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით აიწერება ([[ეილერის განტოლება]]), ბლანტი სითხისა კი — უწყვეტობისა და მოძრაობის მეორე რიგის კერძოწარმოებულებიან არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით ([[ნავიე-სტოქსის განტოლებები]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიდროდინამიკა“-დან