თევზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.102.203-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 21:
| ვიქსიკონი =
}}
'''თევზები''' — წყლის [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] [[ცხოველები]], რომლებსაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო [[ვეშაპისებრი ზვიგენი]]სა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებურითითისტარისებრი სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან ([[კამბალა]]) ან ზურგ-მუცლისაკენ ([[სკაროსი]]) გაბრტყელებული, გველივით ([[გველთევზა]]) წაგრძელებული ან ნემსივით ([[ზღვის ნემსთევზა]]) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებურიბურთისებრი ([[ზღარბთევზა]]) ან თასმისებურიათასმისებრია ([[ქაშაყთმეფე]]).
 
თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია [[ქერცლი]]თ. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. [[ლოქო]]სა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების [[კანი]] დიდი რაოდენობით შეიცავს [[ლორწო]]ს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა.
 
თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზებისთევზის ელექტრული ორგანოები, ხოლო უმრავლესობასუმრავლესობის — ძვლოვანი. ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.
 
თევზების ჯგუფი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსოფლიოში თევზების დაახლოებით 34  300 სახეობაა აღწერილი, თუმცა ყოველწლიურად კვლავ ხდება 250-მდე ახალი სახეობის აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ოკეანეებში წყლის მოცულობა 10 000-ჯერ აღემატება მსოფლიოს მტკნარ წყლებს, მასში თევზების სახეობათა 58% ბინადრობს, მტკნარ წყლებში თევზთა სახეობების 41%-ია, ხოლო 1% ანადრომულ ცხოვრების წესს ეწევა, რაც ოკეანის მარილიანი წლებიდან მტკნარი წყლებისკენ, ან პირიქით მუდმივ მიგრაციას გულისხმობს.
 
[[საქართველო|საქართველოს]] მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, [[მტკვარი|მტკვრის]] აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია [[მტკვრის წვერა]] (''Barbus lacerta''), [[მურწა]] (''Barbus mursa''), [[ჭანარი]] (''Barbus capito'') და სხვ. [[შავი ზღვის თევზების სია|შავი ზღვის]] აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენსენდემურია; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი [[ატლანტური ზუთხი]] (''Acipenser sturio''). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია [[კარჩხანა]] (''Carasius carasius'').
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თევზები“-დან