დინამიკა (მექანიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დინამიკა''' ({{lang-el|δύναμις|dynamis|ძალა}}) — [[მექანიკა|მექანიკის]] ნაწილი, რომელიც შეისწავლის მატერიალურ სხეულთა მოძრაობას მათზე მოდებული ძალების ზეგავლენით. დინამიკას საფუძლად უდევს ნიუტონის კანონები, რომელთაგან, როგორც შედეგი, მიიღება დინამიკის ამოცანათა ამოხსნისათვის აუცილებელი ყველა განტოლება და თეორემა.
 
დინამიკაში განიხილავენ ამოცანათა 2 ტიპს. პირველი ტიპის ამოცანებში განსაზღვრავენ სხეულზე მოქმედ ძალებს, თუ ცნობილია მისი მოძრაობის ხასიათი. ასეთი ამოცანის ამოხსნის კლასიკური მაგალითია ნიუტონის მიერ მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენა. მეორე ტიპის ამოცანებში განსაზღვრავენ სხეულის მოძრაობის კანონს, თუ ცნობილია მასზე მოქმედი ძალები. ამ სახის ამოცანათა ამოხსნისას აუცილებელია ე. წ. საწყისი პირობების, ე. ი. სხეულის მდებარეობისა და სიჩქარის ცოდნა მისი მოძრაობის საწყის მომენტში.
 
მექანიკური სისტემის მოძრაობის შესწავლისას ხშირად იყენებენ დინამიკის ზოგად თეორემებს, რომლებიც ნიუტონის კანონების უშუალო შედეგია; მათ მიეკუთვნება თეორემები ინერციის ცენტრის მოძრაობის შესახებ და სისტემის მოძრაობის რაოდენობისა, მოძრაობის რაოდენობის მომენტისა და კინეტიკური ენერგიის ცვლილების შესახებ.
 
დინამიკის ძირითადი განტოლებების მიღება შესაძლებელია მექანიკის სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით. დინამიკის ძირითადი განტოლებები მართებულია მხოლოდ ათვლის ინერციული სისტემის მიმართ მოძრაობის შესწავლისას; როდესაც მოძრაობას შეისწავლიან ათვლის არაინერციული სისტემის მიმართ, გარდა იმ ძალებისა, რომლებიც სხეულთა ურთიერთქმედებას აღწერენ, ნიუტონის კანონებში საჭირო ხდება ინერციის ძალების დამატება. ასეთი ამოცანები წარმოიშობა დედამიწის ზედაპირის მიმართ სხეულთა მოძრაობაზე მისი ბრუნვის გავლენის შესწავლისას, აგრეთვე მოძრავ ობიექტებზე დადგმულ სხვადასხვა ხელსაწყოსა და მოწყობილობაზე მოძრაობის შესწავლისას.
 
ძალთა მოქმედებით სხეულთა მოძრაობის შესწავლის ზოგად მეთოდებთან ერთად განიხილება სპეციალური ამოცანები: გიროსკოპის თეორია, მექანიკური რხევების თეორია, მოძრაობის მდგრადობის თეორია, დარტყმის თეორია, ცვლადი მასის სხეულის მექანიკა და სხვა. დინამიკის კანონების მეშვეობით შეისწავლიან აგრეთვე უწყვეტ სხეულთა მოძრაობას. ბოლოს, კონკრეტული ობიექტების მოძრაობის შესწავლისას დინამიკის მეთოდების გამოყენების შედეგად, წარმოიშვა სპეციალური დისციპლინები: ცის მექანიკა, გარეგანი ბალისტიკა, ავტომობილის, თვითმფრინავის დინამიკა, რაკეტების დინამიკა და სხვა.
 
დინამიკის კლასიკურ კანონებს დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკისათვის, მაგრამ ისინი მართებული აღარ არის მიკროსკოპული ობიექტებისათვის, რომელთა მოძრაობის ხასიათი ექვემდებარება სხვა კანონებს.
==ორი სხეულის ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი აჩქარება==
ცდებმა დაამტკიცა რომ ორი მასის (m1,m2)ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი მათივე აჩქარება (a1,a2)მათივე მასების უკუ პროპირციულია. <math> m 1 /\vec a2 = m2/\vec a1 </math> აქედან დადგინდა რომ <math> m 1 \vec a1 = m2\vec a2 </math>.
 
ხოლო ნიუტონმა <math>ma</math> ნამრავლი ერთი ახალი სიდიდით <math>F</math> გამოსახა, რომელსაც ძალა უწოდა. განზომილების ერთეული კი [[ნიუტონი]] დაერქვა. ასე გაჩნდა [[ნიუტონის მეორე კანონი]].
==გრავიტაციის შედეგად წარმოქმნილი აჩქარება==
ცნობილი [[მიზიდულობის კანონი]] რომელიც [[ნიუტონი|ნიუტონმა]] 1667 წელს მოსაზრების სახით გამოთქვა გულისხმობდა რომ ნებისმიერ ორ სხეულს შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდვის ძალები. აქედან დადგინდა რომ მსოფლიო მიზიდულობის ძალა იმ სხეულის მასის პროპორციულია რომელზეც ის მოქმედებს. ანუ ნებისმიერ მასაზე მოქმედებს რაღაც პირობითად მუდმივი ძალა, რომელიც შეიცვლება მხოლოდ დედამიწის ნულოვანი ზედაპირიდან აცილების შემთხვევაში. ასე მაგალითად ნებისმიერ ერთ სხეულზე სულ სხვა წონა აქვს დედამიწის ზედაპირზე და სულ სხვა წონა 100 კმ-ით ზევით.
გრავიტაციული აჩქარების გამოსათვლელი ფორმულაა:
::<math>\overrightarrow g =\overrightarrow G \frac{M}{({R}+{h})^2} </math>
სადაც:
* '''G''' - [[გრავიტაციული მუდმივა]]ა და ტოლია 6,67*10<sup>-11</sup> ნ*მ<sup>2</sup>/კგ<sup>2</sup>.
* '''M''' - საანგარიშო პლანეტის მასა.
* '''R''' - საანგარიშო პლანეტის რადიუსი.
* '''h''' - სიმაღლე რომლისთვისაც იზომება მიმდინარე აჩქარება.
 
==დრეკადობის ძალით წარმოქმნილი აჩქარება==
'''დრეკადობის ძალა''' არის ის ძალა, რომელიც აღიძვრება სხეულის [[დეფორმაცია|დეფორმაციისას]] და მიმართულია სხეულის შემადგენელი [[ატომი|ატომების]] გადაადგილების საპირისპიროდ.
* აბსოლუტურად [[დრეკადი]] სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შემდეგ სრულად იბრუნებს ძველ მდგომარეობას.
* [[პლასტიკური]] სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შედეგად ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ იბრუნებს ძველ მდგომარეობას.
* [[მყიფე]] სხეული - სხეული, რომელიც დეფორმაციის შედეგად იმსხვრევა.
 
==ლიტერატურა==