კეთილშობილი ირემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ემოძი რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 93.177.185.160 ცვლილებების გაუქმება (№4466220)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''კეთილშობილი ირემი''' (Cervus elaphus) — [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ირმისებრნი|ირმისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები 🥰. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია [[ევროპა]]ში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიაში, [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა [[სექტემბერი|სექტემბრის]] დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს).
 
კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან [[საქართველო]]ში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში ([[ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი|ბორჯომის]], [[ლაგოდეხის ნაკრძალი|ლაგოდეხის]]) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982 წ.) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ „წითელ ნუსხაში“ (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით „საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ“).