ქაოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მითური არსება}}
'''ქაოსი''' ({{lang-grc|χάος|chaos}} < {{lang-grc2|χαίνω|chaino|ვიხლიჩები|ამოვანთხევ}}) — ჰესიოდეს „[[თეოგონია]]ში“, უძველესი, უკიდეგანო და უნაპირო სამყაროს პირველი უფორმო სახე, ყოველგვარი სიცოცხლის პირქუში საწყისი. მისგან წარმოიშვა [[გეა]], [[ტარტაროსი]] და [[ეროსი (მითოლოგია)|ეროსი]], [[ერებოსი]] ([[წყვდიადი]]) და [[ღამე]]. ღამემ და წყვდიადმა შვეს [[ეთერი]] და [[ჰემერა]] ([[დღე]]), მოგვიანებით ფილოსოფოსების მოძღვრებაში ქაოსს სხვა შინაარსობრივი დატვირთვა მიეცა, კერძოდ, მასში გულისხმობდნენ მოუწესრიგებელ მასას, რისგანაც შემდგომ [[სამყარო]] წარმოიშვა. ორფიკული მოძღვრებით, ქაოსი მარადიული დროის ([[ქრონოსი]]ს) ძეა. სხვა ძველი ფილოსოფოსების აზრით კი, ქაოსი პირველსაწყისი წყვდიადიდან წარმოიშვა. ცნობისმოყვარე გონების ამ ცდებმა — ჩაწვდეს არსთა სიღრმეს — პლატონის ფილოსოფიაში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. გადატანითი მნიშვნელობით, უწესრიგობა, არევდარევა.
 
{{ციტირება|„უზარმაზარი სიცარიელე“, „უფსკრული“, „წყვდიადი“ – {{lang-grc|χαίνω}}, ნიშნავს „გახსნას“, „ფართოდ გაღებულს“. პირველად აღწერილი [[ჰესიოდე|ჰესიოდეს]] „თეოგონიაში“ ([[ძვ. წ. 700]]) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი [[გეა]] ([[დედამიწა]]), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში [[ტარტაროსი]] (უფსკრული) და [[ეროსი (მითოლოგია)|ეროსი]] ([[სიყვარული]]), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაოსი“-დან