სოციოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 1:
{{სოციოლოგიის თემები}}
'''სოციოლოგია''' ტერმინი სოციოლოგია სიტყვაკომპოზიტია და შედგება ორი - ლათინური და ბერძნული სიტყვებისგან ლათ. socius (საზოგადოება) ბერძ. logos (სიტყვა, მეცნიერება) - და ის პირველად გამოიყენა სოციოლოგიის მამად აღიარებულმა [[ოგიუსტ კონტი|ოგიუსტ კონტმა]]. სოციოლოგია იკვლევს ადამიანური ცხოვრების ორგანიზების გზებს. სოციოლოგები სხვადასხვა გარემოში სოციალური ცხოვრების შესწავლის მიზნით სამეცნიერო კვლევით მეთოდებსა და თეორიებს იყენებენ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ როგორც ინტიმური ურთიერთობები, ასევე ვრცელი გლობალური ქსელები და ყველაფერი, რაც მათ შორის არსებობს. სოციოლოგები დაინტერესებულები არიან იმ გზებით, რითიც [[ადამიანი|ადამიანები]] უკავშირდებიან ერთმანეთს. სხვა სოციალური მეცნიერებანი ძირითადად შეისწავლიან სოციალური ცხოვრების მხოლოდ ერთ სფეროს: [[ეკონომიკა ]]შეისწავლის ბაზრების დინამიკასა და პროდუქტების ცირკულაციას; [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] მეცნიერება უღრმავდება სამთავრობო და ძალაუფლების ურთიერთობებს; [[ანთროპოლოგია]] ეკოლოგიასა და კულტურულ თავისებურებებს იკვლევს; [[ფსიქოლოგია]] სწავლობს [[ბიოლოგია|ბიოლოგიას]], ადამიანურ განვითარებასა და ინდივიდუალურ მენტალურ თავისებურებებს შორის ურთიერთკავშირს. სოციოლოგია კი მოიცავს ყველა ამ ასპექტს. სოციოლოგები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთი ერთქმედებითურთიერთქმედებით. ის შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელმაც საფუძველი [[XIX საუკუნე|მე-19 საუკუნის]] დასაწყისში ჩაიყარა.
 
სოციოლოგიას აინტერესებს ჩვენი ქმედება როგორც სოციალური არსებებისა; ამგვარად სოციოლოგიური ინტერესის სფერო მოიცავს, როგორც ანონიმურ ინდივიდუმთა მოკლე კონტაქტს ქუჩაში, ასევე გლობალურ სოციალურ პროცესთა შესწავლას. ვრცელი გაგებით, სოციოლოგია არის სოციალურ ჯგუფთა მეცნიერული სწავლება, რომელთა შორისაც ადამიანებს უწევთ მოძრაობა ცხოვრების მანძილზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოციოლოგია“-დან