ხორცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Venison Steaks.jpg|მინი|ხორცი]]
[[ფაილი:Hackfleisch-1.jpg|მინი|ხორცი]]
'''ხორცი''' — საკლავი და გარეული [[ცხოველები]]ს ჩონჩხის მუსკულატურა; [[ადამიანი]]ს კვების ერთ-ერთი ძირიდადი პროდუქტი.<ref>Ayyıldız, Esat. [https://ia601504.us.archive.org/30/items/klasik-arap-edebiyatinda-et-motifi/Klasik%20Arap%20Edebiyat%C4%B1nda%20Et%20Motifi.pdf “Klasik Arap Edebiyatında Et Motifi”]. ''International Malatya Gastronomy Culture and Tourism Conference''. ed. Aynur Ismayilova – Gunay Rzayeva. 19-24. Malatya: IKSAD Publishing House, 2022.</ref> ხორცის შედგენილობაში შედის შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე ნერვული ქსოვილების უმნიშვნელო რაოდენობა. ხორცს უწოდოებენ, აგრეთვე, ნაკლავსა და მის ნაწილებს. [[ცხოველი]]ს სახეობის მიხედვით არჩევენ ძროხის, ცხვრის, ღორის, თხის, ცხენის ხორცს. ახალი ხორცის მუქ წითელ ფერს განაპირობებს [[მიოგლობინი]]. ხორცის კუნთოვანი ბოჭკოს ბირთვში ძირითადად [[ნუკლეოპროტეიდები]] გვხვდება. მიოფიბრილები შეიცავენ მიოზინს, აქტინსა და ტროპომიოზინს. შემაერთებელი ქსოვილის ცილები ძირითადად წარმოდგენილია კოლაგენითა და ელასტინით, აზოტოვანი ექსტრაქტული ნივთიერებები — კარნოზინით, ანსერინით, კარნიტინით, ადენოზინტრიფოსფატით (ატფ), ადენოზინდიფოსფატით (ადფ), ადენოზინმონოფოსფატით (ამფ), ინოზინმონოფოსფატით (იმფ), პურინის ფუძეებით, ამინომჟავებით, შარდოვანათი და სხვა.
 
უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებები — გლიკოგენით, გლუკოზით, ჰექსოზოფოსფატით, რძემჟავათი, პიროყურძენმჟავათი და სხვა. ლიპიდების რაოდენობა დამოკიდებულია ცხოველის ნაკვებობაზე. ტრიგლიცერიდების რაოდენობა მეტად ცვალებადია. მცირე რაოდენობით გვხვდება ცხიმოვანი მჟავები, მონო- და დიგლიცერიდები. ფოსფოლიპიდები წარმოდგენილია ლეციტინებით, კეფალინებით, სერნინფოფოსფატიდებით, სფინგომიელინებით, პლაზმაოგენებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორცი“-დან