დემეტრე II თავდადებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ალიკო თარგამაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 30:
==ისტორია==
[[File:Demetre II relief.jpg|thumb|left|დემეტრე თავდადებულის ბარელიეფი]]
დემეტრე [[მონღოლები|მონღოლების]] მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით [[1262]]) შემდეგ იზრდებოდა [[ტარსაიჭ ორბელი]]ს სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. [[1270]], დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს [[ილხანთაჰულაგუიანთა სახელმწიფო|ილხანთა სახელმწიფოში]]. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე [[სადუნ მანკაბერდელი]], რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. [[1277]], [[1280]] და [[1281]] აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.
 
დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე - კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრე II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა.