ეთნოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2
No edit summary
ხაზი 22:
XV-XVII საუკუნეებში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა უცნობ ხალხთა შესახებ სრულიად ახალი მასალა შესძინა ეთნოგრაფიას. ახალაღმოჩენილ ქვეყნებში ევროპულ სავაჭრო კაპიტალს, უპირველეს ყოვლისა, მათი ბუნებრივი სიმდიდრე აინტერესებდა. კოლონიზატორები ამერიკელ ინდიელებს „ღვთის ნასახ“ ადამიანებად არ თვლიდნენ, რადგანაც მათი არსებობა ეწინააღმდეგებოდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს ყველა ხალხის ნოეს შვილებისაგან წარმომავლობის შესახებ. ინდიელთა ყოფა-ცხოვრებაზე იწერებოდა ფანტასტიკური შრომები, რომლებიც ცნობილია „კურიოზების ლიტერატურის“ სახელწოდებით. მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ეთნოგრაფიულ აღწერათა შორის შეინიშნება მეცნიერებისათვის ღირებული რელაციები [იტალიელი ზღვაოსნის ანტონიო პიგაფეტას (დაახლოებით [[1491]]-[[1535]]) დაკვირვებები კუბაზე ([[1525]]), ესპანელი მისიონერის საჰაგუნის მიერ ჩაწერილი ტექსტები და სხვა].
 
XVIII საუკუნეში ამერიკელი ინდიელთა შესახებ ეთნოგრაფიული მასალის დაგროვებას შედეგად მოჰყვა მისი მეცნიერული გააზრების ცდები. მკვლევარებიმკვლევრები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხების მდგომარეობას. ჰობზის აზრით, პირველყოფილი ხალხების საზოგადოებრივი ურთიერთობა დამყარებული იყო შუღლსა და მტრობაზე, მუდმივ ქიშპსა და ომებზე, პრინციპზე — „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“.
 
[[ჟან-ჟაკ რუსო]], პირიქით, მათ ყოფა-ცხოვრებას აიდეალებდა და კაცობრიობის ბედნიერი ბავშვობის ხანად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ, ფრანგი მისიონერი [[ჟოზეფ ლაფიტო]] ([[1670]]-[[1740]]), რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ამერიკელ ინდიელებს შორის და რომელმაც დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, ასაბუთებდა, რომ ახალაღმოჩენილი ხალხების საზოგადოებრივი განვითარების საფეხური ევროპელების მიერ ადრე განვლილი ეტაპია და რომ ეს საფეხური განვლეს როგორც ძვ. ბერძნებმა, ისე რომაელებმა. ლაფიტო პირველი ევროპელი იყო, რომელმაც გამოიყენა შედარებითი მეთოდი ეთნოგრაფიაში. იმავე ხანებში [[საქართველო]]ში ამ მეთოდს წარმატებით იყენებდა [[ვახუშტი ბატონიშვილი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთნოგრაფია“-დან