შიო არაგვისპირელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
2A0B:6204:36D9:1000:8CA3:1B98:AE2E:5D00-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 11:
არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და [[ნოველა|ნოველების]] მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან ("აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით", [[1900]]; "მიწაა", "ჩემი სამშობლო ჩემი გულია", ორივე [[1901]]; "გრძნეული ციხე", "ნინიკას მთაზე", "მიჯაჭვული ამირანი", [[1908]]; "სამარცხვინო ბოძთან", [[1908]]; "განძი", "საშინელებაა...").
 
მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივრები; ამ "გლეხური ციკლის" ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლოგიური კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვარი გადახრაც. ტიპიურადტიპურად უნდა ჩაითვალოს "ადე, ჩამოვიდა", "ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო" (ორივე [[1893]]), "და-ძმა", "ღვინის ქურდები", "დიდი დედა მარიამი და ხატაურა", "ოლოლოები" და სხვა. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. [[მოპასანი, გი დე|მოპასანის]] კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა ("მოგვილოცნია ახალი წელი", [[1892]]; "ყველაი დავკარგე", [[1892]]; "ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა", [[1895]]; "...ხითხითებს და ხითხითებს", [[1896]]; "...მხრებიღა ავიჩეჩე", [[1896]]; "წერილის ნაგლეჯი", [[1897]]; "... სულ ერთია", [[1897]]; "ბალღი ყოფილხარ!", [[1899]]; "გიული", [[1899]] და სხვა).
 
განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული" ([[1920]]), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით ("იუდა", "ჭეშმარიტად!", "საშობაო ჩვენება", "ბაბდო კი...", "ორი მკურნალი" და სხვა). არაგვისპირელს ეკუთვნის აგრეთვე პიესები "კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს" და "შიო თავადი".