თავდამსხმელი (ფეხბურთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
 
ფეხბურთში ცენტრალურ თავდამსხმელებს ანუ ცენტრფორვარდებს ({{lang-en|centre-forward}}) საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გააჩნიათ, თუმცა მათი სათამაშო აქტივობის აღწერის ტერმინოლოგია წლების განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ასეთ მოთამაშეებს ინსაიდები ({{lang-en|inside forwards}}), კრეატიული ({{lang-en|creative}}) ან ღრმა ცენტრფორვარდები ({{lang-en|deep-lying centre-forwards}}) ეწოდებოდათ. შემდგომ პერიოდში, ამ ძველი ტიპის მოთამაშის კიდევ ორი ნაირსახეობა განვითარდა: ერთი მხრივ, ე.წ. მეორე, ჩრდილოვანი, საყრდენი, დამხმარე თავდამსხმელი და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, თავისთავად განსხვავებული პოზიცია — ნომერი 10.<ref>[https://afootballreport.com/post/9738165711/the-essence-of-the-number-10-a-beginners-guide The Essence of the Number 10: A Beginner's Guide]</ref><ref>[https://www.robertomancini.com/en/calciatore-2/il-numero-10.html The number 10] // ''robertomancini.com''</ref> პირველი ნაირსახეობის მაგალითად ისეთი ფეხბურთელების მოყვანა შეიძლება, როგორებიც იყვნენ [[დენის ბერგკამპი]] (რომლის მოქმედების არეალი [[არსენალი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალში“]] [[ტიერი ანრი]]ს უკან მოიაზრებოდა),<ref>[https://www.fourfourtwo.com/features/thierry-henry-arsenal-most-premier-league-assists-season-200203-van-nistelrooy-golden-boot Thierry Henry’s assist record of 2002/03: how Arsenal's talisman reinvented the Premier League striker]</ref> [[ალესანდრო დელ პიერო]] [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსში“]],<ref>[http://archiviostorico.gazzetta.it/2006/agosto/23/Del_Piero_mezzo_Come_Baggio_ga_10_060823083.shtml «Del Piero è un 9 e mezzo» Come Baggio per Platini]</ref> [[იური ჯორკაეფი]] მილანის [[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„ინტერში“]]<ref>[https://ricerca.repubblica.it/repubblica/archivio/repubblica/1996/10/14/dribbling-tiro-la-musica-di-djorkaeff.html Dribbling e tiro. È la musica di Djorkaeff]</ref><ref>[http://archiviostorico.gazzetta.it/1998/agosto/04/Inter_esame_gioiellino_Owen_ga_0_9808041948.shtml l' Inter fa l' esame al gioiellino Owen]</ref><ref>[https://ricerca.repubblica.it/repubblica/archivio/repubblica/1998/03/03/ronaldo-djorkaeff-mai-la-stessa-coppia.html Ronaldo e Djorkaeff mai la stessa coppia]</ref> ან [[ტედი შერინგემი]] [[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|„ტოტენჰემ ჰოტსპურში“]].<ref>[https://www.telegraph.co.uk/sport/2401463/Shed-no-tears-for-Teddy.html Shed no tears for Teddy] // ''The Telegraph''</ref> სხვა მოთამაშეებს, რომლებიც შედარებით უფრო უკან დაწეულები თამაშობენ და თავიანთი მოქმედების დიაპაზონით უფრო დიდ გავლენას ახდენენ თამაშის მსვლელობასა და ხასიათზე, როგორც წესი, შემოქმედებითი ტიპის ფეხბურთელებს მიაკუთვნებენ. ამის მაგალითად ისეთი ფეხბურთელების მოყვანა შეიძლება, როგორებიც იყვნენ [[დიეგო მარადონა]], [[მიშელ პლატინი]], [[ზიკო]], [[რონალდინიო]], [[კაკა]], [[მიკაელ ლაუდრუპი]] ან [[ზინედინ ზიდანი]], რომლებიც კლასიკური „ათიანის“ პოზიციაზე მოქმედ ფლეიმეიქერებად ითვლებიან და ჩვეულებრივ, თანაბარი წარმატებით შეუძლიათ, როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე უკან დახეული თავდამსხმელის ფუნქციების შეთავსება.<ref>[https://www.theguardian.com/sport/blog/2010/aug/18/what-is-a-playmakers-role-in-modern-game The Question: What is a playmaker's role in the modern game?]</ref>
 
ცენტრალურ თავდამსხმელს უნდა გააჩნდეს ბურთის მიღების, დამუშავების, შენარჩუნებისა და კონტროლის გამორჩეულად კარგი უნარი, რათა წარმატებით შეძლოს შეტევის წარმართვა, მის ყველა ფაზაში აქტიური მონაწილეობა, შექმნას როგორც სახიფათო და საგოლე მომენტები, ასევე შეძლოს გოლის გატანა ან თანაგუნდელს მისცეს ამის შესაძლებლობა.
 
==რესურსები ინტერნეტში==