თავდამსხმელი (ფეხბურთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''თავდამსხმელი''' — შემტევი [[ფეხბურთელი|მოთამაშე]], რომელიც [[ფეხბურთი]]ს მოედანზე უმთავრესად მოწინააღმდეგის კარის სიახლოვეს მოქმედებს. თამაშის დროს თავდამსხმელთა ძირითადი მოვალეობაც, დანიშნულებაც და მიზანიც მეტოქეთა კარის აღება ანუ გოლების გატანაა. გოლების გატანასთან ერთად, მათივე მოვალეობაში შედის შეტევის დასკვნით ფაზაში აქტიური მონაწილეობა, ისევე როგორც თანაგუნდელების საგოლე გადაცემებით მომარაგება. ასეთ მოთამაშეს ასევე ხშირად უწოდებენ ფორვარდს ({{lang-en|forward}}), სტრაიკერს ({{lang-en|striker}}) ან ბომბარდირს ({{lang-fr|bombarde}}).
==ტაქტიკური პოზიციისა და როლის აღწერა==
თანამედროვე ტაქტიკურ სქემებში როგორც წესი, გამოიყენება ერთიდან სამ თავდამსხმელამდე. უფრო ხშირად მოედანზე ორი თავდამსხმელი თამაშობს, რომელთაგან ერთი მოქმედებს კართან რაც შეიძლება ახლოს, მეორე კი, შედარებით უკან დაწეული თავდამსხმელის პოზიციიდან. პირველის ამოცანაა ბურთის მიღება და დამუშავება, მეტოქის მცველებთან გამკლავება, საგოლე გადაცემის გაკეთება ან პირდაპირ გოლის გატანა. მეორის ამოცანაა — შედარებით სიღრმიდან მოქმედება, მეტოქის საჯარიმოში გადაადგილება, მცველთა ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა, თავისუფალი ზონების ძიება და ბურთის იქ მიღება.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/rules_and_equipment/4197254.stm Positions guide: Behind the striker] {{ref-en}}