ფეროზ ხან ნუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
ფეროზ ხან-ნუნი დაიბადა [[პენჯაბი|პენჯაბის]] ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახში, [[1893]] წელს. დაწყებითი განათლება [[ლაჰორი|ლაჰორში]] მიიღო, შემდეგაც სწავლა [[ლონდონი|ლონდონში]] [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდის უნივერსიტეტში]] განაგრძო. [[1917]]-[[1926]] წლებში მსახურობდა [[ლაჰორი|ლაჰორის]] უმაღლეს სასამართლოში. ამის შემდეგ ფეროზმა გადაწყვიტა საკუთარი ძალები ეცადა პოლიტიკაში. იგი  დაინიშნა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრად [[პენჯაბი|პენჯაბის]] მინისტრთა კაბინეტში. [[1936]]-[[1941]] წლებში გახლდათ [[ლონდონი|ლონდონში]] [[ინდოეთი|ინდოეთის]] უმაღლესი კომისარი. [[1941]] წელს შეუერთდა ვიცე-მეფის აღმასრულებელ საბჭოს და თანამდებობა [[1945]] წლამდე შეინარჩუნა. ამავდროულად, [[1942]] წლიდან [[1945]] წლამდე მუშაობდა ბრიტანეთის ინდოეთის თავდაცვის მინისტრად. ფეროზ ხან-ნუნი იყო პირველი [[ინდოელები|ინდოელი]], რომელმაც [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთის]] მმართველობის ქვეშ დაიკავა ასეთი პრესტიჟული თანამდებობები.<ref>Open University. [https://www.open.ac.uk/researchprojects/makingbritain/content/firoz-khan-noon "Making Britain :Firoz Khan Noon"]. ''www.open.ac.uk''. London, UK: Making Britain. Retrieved 20 January 2018.</ref>
 
[[1947]] წლის ოქტომბერში [[მუჰამედ ალი ჯინა|მუჰამედ ალი ჯინამ]]  ფეროზ ხან ნუნი ელჩად დანიშნა მუსლიმური სამყაროს ზოგიერთ ქვეყანაში. დანიშვნის მიზანი მუსულიმურ ქვეყნებთან კონტაქტის დამყარება იყო. ფეროზ ხან-ნუნი გახლდათ [[პაკისტანი|პაკისტანის]] მთავრობის მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილი პირველი ოფიციალური პირი მისიის დელეგაციის სათავეში. მისიის მიზანი იყო მუსლიმური ქვეყნებისთვის პაკისტანის შიდა პრობლემების გაცნობა და მოძმე ქვეყნებისგან მორალური და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება. ფეროზმა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.<ref>''[[:en:Feroz_Khan_Noon#cite_note-Making_Britain-1|Current Biography Yearbook]]''. H. W. Wilson Co. 1958. [[:en:Special:BookSources/9780824201234|ISBN <bdi>9780824201234</bdi>.]]</ref>
 
მისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილებიდან გამომდინარე, ფეროზ ხან ნუნი დაინიშნა აღმოსავლეთ პაკისტანის გუბერნატორად. თუმცა, ის თავად უფრო დაინტერესებული იყო [[პენჯაბის პროვინცია|პენჯაბის პროვინციის]] პოლიტიკაში დარჩენით. მან მიაღწია თავის მიზანს [[1953]] წელს, როდესაც გახდა პენჯაბის მთავარი მინისტრი. [[1956]] წელს იგი გახდა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. მ თანამდებობაზე დანიშნა [[ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი|ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდის]] მიერ.<ref>Salahuddin, Syed (15 May 2010). [https://www.dawn.com/news/844782 Consensus on Kashmir] ''DAWN.COM''. DAWN.COM. Retrieved 23 January 2018.</ref>
 
როგორც ისკანდერ მირზას ახლო მეგობარი, ფეროზ ხან ნუნი გახდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი [[პენჯაბი|პენჯაბში]] და დაიკავა პაკისტანის პრემიერ მინისტრის თანამდებობა [[1957]] წლის [[16 დეკემბერი|16 დეკემბერს.]] თავიდან პრეზიდენტმა ისკანდერ მირზამ ფეროზს მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში, მაგრამ მოგვიანებით მირზამ ფეროზ ხან ნუნს დაბრკოლებები შეუქმნა აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების გზაზე. [[1958]] წლის [[7 ოქტომბერი|7 ოქტომბერს]] ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღეს და ფეროზ ხან ნუნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს <ref>Jafar, Abu. [https://en.banglapedia.org/index.php?title=Noon,_Malik_Firoz_Khan "Noon, Malik Firoz Khan"]. ''Banglapedia''. Retrieved 14 November 2016.</ref>.<ref>''Current Biography Yearbook'', 1958, Page 411</ref>
 
== პირადი ცხოვრება და გარდაცვალება ==
[[1958]] წლის [[სამხედრო გადატრიალება პაკისტანში (1958)|პაკისტანის სახელმწიფო გადატრიალების]] შემდეგ,  ფეროზ ხან-ნუნი ჩამოშორდა  პოლიტიკას და გახდა პოლიტიკური მწერალი. მან დაწერა ხუთი წიგნი ინდოეთის ისტორიაზე და [[პაკისტანი|პაკისტანის]] სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე.<ref>[https://www.linkedin.com/pulse/remembering-malik-feroz-khan-noon-mirza-hashaam-ah "Remembering Malik Feroz Khan Noon: Pakistan owes him Gwadar".] ''www.linkedin.com''. Retrieved 6 October 2020.</ref><ref>''Indian Information'', Volume 15 (1944), Page 312</ref>
 
ფეროზ ხან ნუნი დაქორწინებული იყო  <nowiki/>[[ავსტრიელები|ავსტრიელ]] ვიქარ-უნ-ნისა ნუნზე, რომელიც პროფესიით   გახლდათ სოციალური მუშაკი და გამოჩენილი პოლიტიკოსი. იგი გარდაიცვალა [[1970]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]] მისი საგვარეულო სოფელ ნურპურ ნოუნში, სარგოდას რაიონში.  დაკრძალულია იქვე.<ref>Sir), Firoz Khan Noon (Malik; Nūn, Fīroz K̲h̲ān̲ (1966). [https://books.google.ge/books?id=eqsEAQAAIAAJ&pg=PA72&redir_esc=y ''From Memory''. Ferozsons]. p. 282.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეროზ_ხან_ნუნი“-დან