ტრაპიზონის ოპერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
 
ხაზი 3:
 
==ბრძოლა==
1915 წელს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ფლოტმა დაბომბა ქალაქი [[ტრაპიზონი]] დაბომბვის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა.<ref>Daniel Maldonado in 'Historic Cities of the Islamic World', 2007, p. 525, C. Edmund Bosworth (ed)</ref> 1916 წლის იანვარში რუსეთის კავკასიის არმიის ზღვისპირეთის რაზმმა დაიწყო შეტევა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მე-3 არმიის წინააღმდეგ. შეტევას მხარს უჭერდა [[შავი ზღვის ფლოტი]]ს ბათუმის რაზმი (1 სახაზო ხომალდი, 2 საესკადრო ნაღმოსანი, 2 ნაღმოსანი, 2 საკანონერო ნავი), რომელიც მდინარე არქაბესუს მიადგა და სახომალდო არტილერიით ჩაახშო ოსმალური ბატარეები. 6 თებერვალს ზღვისპირეთის რაზმმა (15 000 კაცი) არქაბესუს ნაპირიდან ტრაპიზონს შეუტია. 1916 წლის 4 მარტს რუსეთის არმიამ დაიკავა [[პაზარი]]. ორ დღეში ისინი აკონტროლებდნენ [[ლაზისტანის სანჯაყი|ლაზისტანის სანჯაყს]] და ტრაპიზონიდან 50 კმ-ში იდგნენ. რუსეთის არმიას, პარტიზანული წინააღმდეგობის გამო, კიდევ 40 დღე დასჭირდა ტრაპიზონის ასაღებად.<ref>The Sphere, April 29, 1916</ref>საზღვაო დესანტის მხარდაჭერით რუსეთის არმიამ ხელთ იგდო [[რიზე]], ოფომი, ხუმურგიანი და 14 აპრილს მიადგა მდინარე ყარადერესთან ოსმალთა გამაგრებულ პოზიციას. 7-8 აპრილს ზღვისპირეთის რაზმის გასაძლიერებლად რიზესა და ხუმურგიანში [[ნოვოროსიისკი]]დან ზღვით გადასხეს [[პლასტუნი|პლასტუნთა]] ორი ბრიგადა. ბათუმის რაზმი გააძლიერეს 2 ხომალდით და 1 საესკადრო ნაღმოსნით. ტრაპიზონის ადმინისტრაციამ დაინახა მოსალოდნელი საფრთხე და მმართველობა გადასცა ბერძენ მიტროპოლიტ ქრისზანთოსს, რომელმაც დადო პირობა მუსლიმი მოსახლობის დაცვისა. ოსმალურმა არმიამ ქალაქი დატოვა და 15 აპრილს რუსეთის შეარაღებული ძალები ნიკოლოზ უმცროსისა და [[ნიკოლაი იუდენიჩი]]ს ხელმძღვანელობით უბრძოლველად შევიდნენ ქალაქში.
 
==ლიტერატურა==