მარია ლეშჩინსკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია:პოლონელები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 22:
|ხელმოწერა = Signature Marie Leszczynska.png
}}
'''მარია ლეშჩინსკა''' ({{Lang-pl|Maria Leszczyńska}}, {{Lang-fr|Marie Leszczynska}}; დ. [[23 ივნისი]], [[1703]], [[სილეზია]], [[პოლონეთი]] – გ. [[24 ივნისი]], [[1768]], [[ვერსალის სასახლე|ვერსალი]], [[საფრანგეთი]]) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე [[სტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ I]]-ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[კატარინა ოპალინსკა|კათარინა ოპელინსკას]] ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც [[ლუი XV]]-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.
 
მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად შვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი [[ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის|პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში]] ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.
ხაზი 84:
1726 წლის ივნისში, ფლორმა დაარწმუნა მეფე და ბურბონის ჰერცოგი პირველი მინისტრობიდან მოხსნეს. მადამ დე პრიემ მაშინვე გამოიყენა დედოფალთან კავშირი და მეფესთან სასაუბროდ მივიდა. მან გააპროტესტა ბურბონის თანამდებობიდან მოხსნა და განუცხადა, რომ იგი სრულიად კარდინალის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა ლუი ამ დროს უკვე ფლორის მითითებით ხელმძღვანელობდა და ქალის ლაპარაკს დიდად არ უგდებდა ყურს. ამის შემდეგ თავად დედოფალმაც სცადა მეფესთან დალაპარაკებით ბურბონის დაბრუნება მაგრამ სულ ამაოდ, ამ დროს ლუი თავიდან ბოლომდე კარდინალის ზემოქმედების ქვეშ იყო.
[[ფაილი:Marie Leszczyńska, Queen of France - Louis Tocqué.jpg|მარცხნივ|მინი|348x348პქ|დედოფალი მარია ლეშჩინსკა 1740 წელს]]
მიუხედავად ამისა, 1726 წლის მოვლენების დროს დედოფალმა მარიამ მაინც მოახერხა სახელმწიფო საქმეებში ჩარევა. იგი ლუი XV-ს ურჩევდა, თუ როგორ მოქცეულიყო კარიგნანოს პრინცესასთან მიმართებაში, რომელსაც სავოიელები ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს და მის დასჯას მოითხოვდნენ. პრინცესა ამ დროს თავს ვერსალს აფარებდა, სადაც იგი დედოფალს ძალიან დაუახლოვდა. კარიგნანოს პრინცესამ დედოფალ მარია ლეშჩინსკას ურჩია, რომ ამის შემდეგ უფრო ნაკლებად ჩართულიყო სამეფო კარის ინტრიგებსა და ბინძურ საქმეებში, ამის ნაცვლად კი სათნო და ღვთისმოსავი ყოფილიყო. მარია ასეც მოიქცა და ამის შემდეგ დიდად აღარ ჩარეულა არც პოლიტიკაში და მითუმეტესმით უმეტეს, არც ინტრიგებში. 1727 წლიდან 1729 წლამდე მიიჩნევა, რომ მარია ლეშჩინსკას კრიზისი იყო, რადგან იგი ვაჟს ვერ აჩენდა, თუმცა 1729 წელს დოფინის გაჩენამ ეს მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა. კარდინალი ფლორი, რომელიც დედოფალს ვერ იტანდა, ამ წლების მანძილზე მეფეს გამუდმებით ჩასჩიჩინებდა, რომ მარიას ვაჟის გაჩენა არ შეეძლო, ამიტომაც გასცილებოდა მას და ცოლად კარლოტა ჰესენ-როტენბურგელი შეერთო, თუმცა მეფემ კარდინალს ამ საკითხში არ დაუჯერა. თუმცა ყოველი მშობიარობისას, კარდინალი მეფეს ახალ საცოლეს სთავაზობდა, იმ შემთხვევისთვის, თუ მარია მშობიარობას გადაჰყვებოდა.
 
საბოლოოდ დედოფალი მარია კარდინალ ფლორს შეურიგდა, როდესაც დედოფალმა მას წერილი მისწერა, სადაც იგი პატიებას სთხოვდა და მეფის საკეთილდღეოდ მოქცევას შესთხოვდა. ფლორმა და მარიამ ძალიან გულითადი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს, კარდინალი დედოფალს ხშირად უჭერდა მხარს და იცავდა კიდეც, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მარია ლუისთვის უვნებელი იყო. ამის მაგალითაც 1742 წელს დედოფლის თხოვნით, კარდინალმა მეფე დაარწმუნა და მან თავისი სამეფო საყვარლები მიატოვა და დროებით მეუღლეს დაუბრუნდა. ასევე მარიას თხოვნითა და კარდინალის შუამავლობით, ლუიმ მარიას ფრეილინებს ყოველთვიური პენსია გაუზარდათ.