აბდულმესიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''„აბდულმესიანი“''' — ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია [[იოანე შავთელი]]. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, [[ბასიანის ბრძოლა]]) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულებაში [[თამარ მეფე|თამარ მეფესთან]] ერთად შექებულია მისი მეუღლე [[დავით სოსლანი]], რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით [[ნიკო მარი|ნ. მარს]] „აბდულმესიანი“ დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა. [[კორნელი კეკელიძე|კ. კეკელიძეს]] მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა ([[იოანე ბაგრატიონი|იოანე]] და [[თეიმურაზ ბაგრატიონი|თეიმურაზ ბაგრატიონების]] და სხვა) შეხედულებას, რომ „აბდულმესიანი“ სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. [[შალვა ნუცუბიძე|შ. ნუცუბიძის]] აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწყმის შედეგად წარმოიშვა „აბდულმესიანის“ სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე [[იაკობ დუმბაძე]]მაც (XVII ს.). მან თხზულება [[არჩილ II|არჩილ]] მეფის ხოტბად გადააკეთა, ტექსტში თამარის სახელი წარხოცა და ავტორობაც მიისაკუთრა.
 
„აბდულმესია“ თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (აბდ ალ-მესიჰ, არაბულად - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ [[დავით რექტორი|დავით რექტორს]], პ. იოსელიანსა და სხვებს. მას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც - „[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]“ ბიბლიოგრაფიული სტროფი [(უქია) „აბდულმესია - შავთელსა...“].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბდულმესიანი“-დან