ძალადობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.70.52.120-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 212.58.119.41-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
თემა:ძალადობა ვისაუბრე ზოგადად რა არის ძალადობა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს.
ხაზი 1:
ჯახში '''ძალადობა''' ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასითებს ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი და სპეციფიური რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება .
[[ფაილი:Violence world map - DALY - WHO2004.svg|thumb|300px|ფიზიკური ძალადობა სასიკვდილო შედეგით (100 ათას მოსახლეზე, 2002 წელი, [[გაერო]]ს მონაცემები)<ref>{{cite web |url=http://www.who.int/entity/healthinfo/statistics/bodgbddeathdalyestimates.xls |title=Mortality and Burden of Disease Estimates for WHO Member States in 2002 |format=xls |work= |year=2004 |accessdate= |archiveurl=https://www.webcitation.org/69X4FCtCe?url=http://www.who.int/healthinfo/statistics/bodgbddeathdalyestimates.xls |archivedate=2012-07-30 }}</ref>.<div class="references-small" style="-moz-column-count:3; column-count:3;">
{{legend|#b3b3b3|არ არის ინფორმაცია}}
{{legend|#ffff65|200-ზე ნაკლები}}
{{legend|#fff200|200-400}}
{{legend|#ffdc00|400-600}}
{{legend|#ffc600|600-800}}
{{legend|#ffb000|800-1000}}
{{legend|#ff9a00|1000-1200}}
{{legend|#ff8400|1200-1400}}
{{legend|#ff6e00|1400-1600}}
{{legend|#ff5800|1600-1800}}
{{legend|#ff4200|1800-2000}}
{{legend|#ff2c00|2000-3000}}
{{legend|#cb0000|3000-ზე მეტი}}
</div>]]
'''ძალადობა''' — ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება [[ადამიანი]]ს ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.<ref name="nplg">[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2353 ძალადობა — ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref>
 
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიცშეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. არაპირდაპირი ძალადობა კი ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას, დემოკრატიის უქონლობას და ა.შ.<ref name="nplg" />
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ". შსს წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ოჯახში ძალადობის '''სამოქმედო გეგმის''' განხორციელებას.
ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ძალადობის ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, შშმ პირი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების — შვილებზე.<ref name="nplg" />
 
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული კონვენციები
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
გაეროს კონვენცია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირებული საქართველლოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 22 სექტემბერს #561 დადგენილებით.
 
სახელმწიფო თავშესაფარი
 
ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია '''სახელმწიფო თავშესაფარი''', სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს 3 დამოუკიდებელი გზა:
 
* მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი საბჭო;
* შემაკავებელი ორდერი;
* დამცავი ორდერი
 
მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი '''116 006'''
 
ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია
 
2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სსსკ–ის მუხლი 11<sup>1</sup> განსაზღვრავს ოჯახის წევრთა წრეს და მიუთითებს კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალზე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში კეთდება შესაბამისი მითითება აღნიშნულ მუხლზე. ხოლო მუხლი 126<sup>1</sup> განმარტავს ოჯახში ძალადობის კრიმინალურ ხასიათს და აწესებს პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედებისათვის.
 
რეაგირება ოჯახში ძალადობაზე
 
შსს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
 
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 175<sup>1</sup> და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 381<sup>1</sup>.
 
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსით, რომლითაც გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების შესწავლა:
 
* ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახში ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი;
* ოჯახში ძალადობის სახეობები;
* ოჯახში ძალადობის სავარაუდო შედეგები;
* ოჯახში ძალადობის გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება;
* ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია.
 
სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში ასევე თანამშრომლობს ადაგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მონაწილეობას ღებულობს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევებში.აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში ძლადობის საკითხებზე და სახელმძღვანელო პოლიციის მუშაკთა ტრენერებისათვის.
 
ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერმანეტულად მიმდინარეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
 
'''თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:'''
 
'''“112” ერთიანი საგანგებო ნომერი 24/7 საათის განმავლობაში'''
 
'''სპეციალურად დატრეინინგებული ოპერატორების დახმარებით პოლიცია მოახდენს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას შემოსულ ინფორმაციაზე.'''
[[კატეგორია:ძალადობა]]
[[კატეგორია:დანაშაული]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძალადობა“-დან