ცხენისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 77.92.252.6 ცვლილებების გაუქმება (№4436139)
იარლიყი: გაუქმება
// რედაქტირება Wikiplus-ით
ხაზი 49:
'''ცხენისწყალი''' — [[მდინარე]] დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]]. სათავე აქვს [[სვანეთის კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ [[ფასისმთა|ფასისმთის]] დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის [[რიონი|რიონს]] მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კმ². ცხენისწყლის შუა და ზემო დინება [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]]. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).
 
[[წყალდიდობა (წყლის რეჟიმი)|წყალდიდობა]] ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად [[რიონი|რიონს]] უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — [[ყინულნაპირისი]] და [[თოში]] — იცის ზემო და შუა დინებაში.
მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხენისწყალი“-დან