თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
'''გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ''' დაარსდა [[1966]] წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში[[კავკასია]]ში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი [[გიორგი ჩიტაია]]. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორია ლონგინოზ სუმბაძე.
 
მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა - საბუნებისმეტყველო, მატერიალუტი და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი - აღმოსავლეთ და ხუთი - დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს.
 
მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: [[სამცხე-ჯავახეთი]], [[გურია]], [[სამეგრელო]], [[იმერეთი]], [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი]], [[აფხაზეთი]], [[აჭარა]], [[სვანეთი]], [[ქართლი]], [[კახეთი]]. ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI სს. [[სიონი (ტაძარი)|სიონის]] ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწ. დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.
 
მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.
 
[[კატეგორია:თბილისის მუზეუმები]]