რაჟდენ არსენიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
[[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს წევრი. 1917 წლის ნოემბერში გახდა [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. იყო [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] ცენტრალური კომიტეტის წევრი, პარტიული გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. 1918 წლის თებერვლიდან იყო [[ამიერკავკასიის სეიმი]]ს წევრი. მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი]]ს შემუშავებაში. 1919 წლიდან არცეული იყო [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად, სადაც იყო საკონსტიტუციო და იურიდიული კომისიების თავმჯდომარე. 1919 წლიდან ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში.
 
საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში, ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1921-1923 წლებში ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც იყო ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ რედაქტორი. 1923 წლიდან გადასახლდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. 1924 წლის სექტემბერში [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების]] ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.<ref>{{წიგნი|ავტორი=ჯიქია ლ.|ავტორის ბმული=ლევან ჯიქია|სათაური=1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში|ადგილი=თბ.|წელი=2012|გამომცემლობა=უნივერსალი|გვერდები=261|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/171148/1/Disertacia.pdf }}</ref> 1925 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალებს „ბრძოლას“ და „სოციალისტურ აზრს“. 1949 წელს თანამშრომლობდა ჟურნალ „ჩვენს დროშასთან“, 1951 წლიდან „მებრძოლ საქართველოსთან“. 1953-1962 წლებში იყო [[რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება|რადიო „თავისუფლების“]] ქართული სექციის რედაქტორი. ემიგრაციაში იკვლევდა ქართული სამართლის ისტორიას. 1963 წელს პარიზში გამოსცა ნაშრომი „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“.
 
==ლიტერატურა==