შიო არაგვისპირელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი მღვდლისმღვლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში ([[1877]]-იდან), შემდეგ ([[1883]]-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. [[1887]] დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; [[1889]] დაამთავრა სემინარია და [[1890]]-იდან [[ვარშავ|ვარშავის]] საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. [[პოლონეთი|პოლონეთში]] ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. [[1893]] ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ [[ქუთაისი|ქუთაისის]] ციხეში. [[1895]] წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს "ჯეჯილში".
 
არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. [[წერეთელი, აკაკი|ა. წერეთელმა]] მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. არაგვისპირელი ძირითადად განაგრძობდა ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა "ეროვნული თვითშეგნების" საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.