გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
2A0B:6204:2FDB:1A00:DDDE:CC56:47EE:AB0D-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 70:
== სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ==
 
მეუფე გაბრიელი იყო „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]]“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო დbjsnsjsjshადა სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.
 
გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. [[1858]] წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ ({{lang-ru|«Основания опытной психологии»}}), რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. [[დობროლიუბოვი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ დობროლიუბოვმა]] სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ „სოვრემენნიკ“-ში ([[1859]]). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა [[ქართული ენა|ქართულ]] (1865, 1884-1885, 1913, 1989), [[რუსული ენა|რუსულ]] (1893) და [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.