საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
დამკომთან შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი]].
 
1923 წლის თებრვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი. მარტში [[ჩეკა]]მ დააპატიმრა დამკომის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის წევრები: კოტე აფხაზი, გენერალი [[ალექსანდრე ანდრონიკაშვილი]], გენერალი [[ვარდენ წულუკიძე]], გენერალი [[როსტომ მუსხელიშვილი]], პოლკოვნიკი [[ელიზბარ გულისაშვილი]], პოლკოვნიკი [[ალექსანდრე მაჭავარიანი (სამხედრო)|ალექსანდრე მაჭავარიანი]], პოლკოვნიკი გიორგი[[გოგი ხიმშიაშვილი]], პოლკოვნიკი [[დიმიტრი ჩრდილელი]], [[ლევან კლიმიაშვილი]], [[სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი]], კაპიტანი ივანე ყარანგოზიშვილი, [[ფარნაოზ ყარალაშვილი]], [[იასონ კერესელიძე]], [[სიმონ ჭიაბრიშვილი]], [[ივანე ქუთათელაძე]] და [[ნიკოლოზ ზანდუკელი (სამხედრო ცენტრი)|ნიკოლოზ ზანდუკელი]]. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი [[ვაკის პარკი]]ს ტერიტორიაზე.
 
სამხედრო ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი [[სპირიდონ ჭავჭავაძე]], ხოლო მის თანაშემწედ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი [[სოლომონ ზალდასტანიშვილი]]. 1923 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]ს რაზმი.