საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
==აჯანყების მომზადება==
აზერბაიჯანთან და ჩრდილო კავკასიასთან შეწყვეტილი კავშირების გამო დამკომი იძულებული გახდა აჯანყება მხოლოდ საქართველოში დაეწყო. აჯანყების მთავარსარდალად დაინიშნა [[სპირიდონ ჭავჭავაძე]]. აჯანყების თარიღად დაინიშნა 1924 წლის თებერვალი, მაგრამ 1923 წლის ნოემბერში ნოე ხომერიკის დაპატიმრების გამო აჯანყება გადაიდო. დამკომმა საზღვაგარეთ გაგზავნა პირები, რათა მიეღო დასტური, რომ საერთაშორისო ვითარება იყო აჯანყებისთვის ხელსაყრელი. 1924 წლის ივლისში ჩატარდა დამკომის და სამხედრო ცენტრის გაერთიანებული სხდომა, სადაც გადაწყდა აჯანყების საორგანიზაციო საკითხები.
 
[[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება]], ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო, [[ჭიათურა|ჭიათურაში]] დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]], დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს [[შიო მღვიმეს მონასტერი|შიო მღვიმეს მონასტერში]] და დააპატიმრა მისი ლიდერები, მათ შორის თავმჯდომარე [[კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილი|კოტე ანდრონიკაშვილი]]. ისინი პირადად [[ლავრენტი ბერია|ლ. ბერიამ]], ამიერკავკასიის და საქართველოს „ჩეკა“-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, [[წითელი ტერორი]] საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ.: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სპირიდონ ჭავჭავაძე, [[მიხეილ ლაშქარაშვილი]], [[სერგო მათითაიშვილი]], [[ავთანდილ ურუშაძე]]) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.