მთაწმინდის მთვარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2
 
ხაზი 31:
აკაკისა და მისი პოეზიისადმი სიყვარული პოეტურ სიტყვას შეჭიდებულ ყრმა მგოსანს ჯერ კიდევ [[ქუთაისი]]ს სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. გალაკტიონი მოხიბლული იყო იმ დიდი პატივისცემით, რომლითაც აკაკი სარგებლობდა ხალხში. იგი თავადაც არაერთხელ გამხდარა აკაკისადმი ასეთი დამოკიდებულების თვითმხილველი.
 
აკაკი ხშირი სტუმარი და მონაწილე იყო ქუთაისში გამართული ლიტერატურული საღამოებისა. სხვა მწერალ-პოეტებთან ერთად გალაკტიონიც არაერთგზის ყოფილა ამ საღამოების მონაწილე. როგორც გალაკტიონის ჩანაწერებითაც სხვათა (ამ შემთხვევაში, დარია ახვლედიანის) მოგონებებიდანაც ვგებულობთ, აკაკის თურმე დიდად მოსწონდა დამწყები პოეტის ლექსები და ბევრჯერ კმაყოფილებით აღუნიშნავს: ახალგაზრდებიდან გალაკტიონ ტაბიძეს უსათოუდ დიდი მომავალი აქვს, მას ყველაზე მეტი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო. აკაკისადმი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გალაკტიონმა იმითაც გამოხატა, რომ თავისი ლექსების პირველი კრებული საგანგებოდ მიართვა აკაკის მის მშობლიურ სოფელ [[სხვიტორი|სხვიტორში]]. წინამორბედი პოეტისადმი ასეთი დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა გალაკტიონს. ძმის გარდაცვალებს შემდეგ ([[1948]] წ.) წვერმოშვებული გალაკტიონი თითქოს გარეგნულადაც დაემსგავსა აკაკის. მისი ოცნება იყო, თავადაც ისეთივე საყვარელი მგოსანი გამხდარიყო ხალხში, როგორიც მისი დიდი წინაპარი იყო.<ref>{{cite book |author=ნოდარ დუმბაძე |authorlink=ნოდარ დუმბაძე |url=http://buki.ge/uploads/dumbadze%20_mziani%20game.doc |title=მზიანი ღამე |format=DOC |publisher= buki.ge |accessdate=2008-01-17 }} {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20160305021704/http://buki.ge/uploads/dumbadze%20_mziani%20game.doc |date=2016-03-05 }}</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონმა ყველაზე მეტი ნოვაცია შემოიტანა უახლეს ქართულ პოეზიაში, იგი მაინც არ თვლიდა, რომ [[სამყარო]] მისით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. ჭეშმარიტი [[კულტურა]] სწორედ ტრადიციებზე დაყრდნობილი ნოვატორობით იწყება და არა წარსულის უარყოფით, მისდამი [[ნიჰილიზმი|ნიჰილისტური]] დამოკდებულებით. გალაკტიონი ამის შესახებ გაღიზიანებული წერს: