მარნეულის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მარნეულის ვაკე''', ''ბორჩალოს ვაკე'', აკუმულაციური ვაკე აღმოსავ...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''მარნეულის ვაკე''', ''ბორჩალოს ვაკე'', აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში. წარმოადგენს [[ქვემო ქართლის ვაკე|ქვემო ქართლის ვაკის]] დასავლეთ ნაწილს. გავრცელებულია [[მდინარე]]ების [[ალგეთი (მდინარე)|ალგეთის]], [[ხრამი]]ს, [[მაშავერა|მაშავერისა]] და [[დებედა|დებედის]] ქვემო დინებათა აუზშიმ სიგრძე 40 კმ, უდიდესი სიგანე 20 კმ. აბსოლუტური სიმაღლე 270 მ-იდან 400 მ-მდე. ჩრდილოეთით ესაზღვრება [[იაღლუჯის ქედი|იაღლუჯის]] მაღლობი, სამხრეთით [[ლოქის ქედი]] და [[ბაბაკარი]]ს სერი., აღმოსავლეთით მდინარე [[მტკვარი]], დასავლეთით მიუყვება მაშავერის ხეობას [[ბოლნისი (ქალაქი)|ქ. ბოლნისამდე]]. აგებულია ძირითადად ძველმეოთხეული ალუვიური ნალექებით - კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშებით და თიხებით. მდინარეთა სანაპიროზე თანამედროვე ალუვიური ნალექებია - კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია. მთავარ მდინარეთა ტერასების ამგებ თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფიზიური ძაბრები, ჭები, ბუნებრივი ხიდები და სხვა.
 
მარნეულის ვაკეზე ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ცხელი [[ზაფხული]]. წელიწადში ნალექების ორი მინიმუმით ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C, იანვარში 0°,—0,3°C, ივლისში 23,9°C; აბსოლუტური მინიმალური — 25°C, აბსოლუტური მაქსიმალური 40°C. ნალექები 490—550 მმ წელიწადში. მარნეულის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ალგეთი, ხრამი, მაშავერა, დებედა, [[შულავერი (მდინარე)|შულავერი]] (ხრამის მარჯვენა შენაკადი), [[ტალავრისწყალი]], [[ბოლნისისწყალი]] (მაშავერის მარჯვენა შენაკადები).
 
ვაკეზე განვითარებულია წაბლა ნიადაგები, აგრეთვე დამლაშებული და ბიცობი ნიადაგები. ბუნებრივ მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიან-ავშნიანი და უროიან-ჯაგეკლიანი დაჯგუფებები, ზოგან — მლაშობი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. მდინარეთა სანაპიროებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები. მარნეულის ვაკის უდიდესი ნაწილი ამჟამად კულტურულ ლანდშაფტს უჭირავს.
ხაზი 7:
==ლიტერატურა==
* ''უკლება დ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 448, თბ., 1983
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარნეულის_ვაკე“-დან