ოიკუმენე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
 
=== კულტურა ===
კულტურულ კონტექსტში აღნიშნული ტერმინი ძირითადად აკადემიური გაგებით გამოიყენება. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი გლობალური ეკუმენა გაჩნდა ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ფორმების დომინირების შედეგად [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოდან. შეიძლება ითქვას, რომ [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბის]], [[ვასკო და გამა|ვასკო და გამასა]] და [[ფერნანდო მაგელანი|ფერნანდო მაგელანის]] მიერ განხორციელებულ დიდ აღმოჩენებამდე არსებობდა ორი ცალკეული ეკუმენა - ერთი, რომელიც მოიცავდა ძველ სამყაროს, ხოლო მეორე - ახალს, ესპანელი [[კონკისტადორი|კონკისტადორების]] დროს კი ეს ორი ერთმანეთს შეერწყა, რის შედეგადაც გაჩნდა ერთიანი მსოფლიო სისტემა.
 
[[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკის]] ჟანრში მოღვაწე ამერიკელმა მწერალმა, [[ურსულა კრებერ ლე გუინი|ურსულა ლე გუინმა]] ჰაინის ციკლში გამოყენებული ტერმინი ''ეკუმენი'' სწორედ ამ ბერძნული წარმომავლობის სიტყვას დააფუძნა.<ref>{{cite book|title=Presenting Ursula K. Le Guin|first=Suzanne Elizabeth|last=Reid|publisher=Twayne Publishers|date=1997|page=51|isbn=9780805746099}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოიკუმენე“-დან