ოიკუმენე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.1
No edit summary
ხაზი 1:
'''ოიკუმენე''' (''[[ბერძნ.]]'' oikumenē<oikeōοἰκουμένη - ვბინადრობ, ვცხოვრობ) — ტერმინი, რომელიც იხმარება დედამიწის ადამიანებით დასახლებული ნაწილის აღსანიშნავად. ოიკუმენე პირველად ჰეკატეოს მილეტელმა აღწერა და ამ ცნებაში გულისხმობდა ევროპას (ჩრდილოეთი ნაწილის გარდა), მცირე და წინა აზიას, ინდოეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას. რომის იმპერიაში იგი აღნიშნავდა როგორც თავად ცივილიზაციას, ისევე საერო და რელიგიურ ადმინისტრაციას. თანამედროვეობაში იგი დაკავშირებულია ტერმინთან [[ეკუმენიზმი]] და აღწერს [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] ეკლესიას, როგორც ერთიან მთლიანობას. გვიან ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში იგი კარტოგრაფიაშიც გამოიყენებოდა [[გეოგრაფიული რუკა|გეოგრაფიული რუკის]] ტიპის აღსაწერად.
 
== საბერძნეთი ==
ძველი ბერძენი სწავლულების აზრით, უძველესი ეკუმენა გადაჭიმული იყო ჩრდილოეთ ევროპიდან ეკვატორულ აფრიკამდე და ატლანტის ოკეანედან დასავლეთ ჩინეთამდე. მათ იცოდნენ დედამიწის მიახლოებითი ზომა, მაგრამ არ იცოდნენ მისი მრავალი ნაწილი. მათ შორის გამოსარჩევია [[ერატოსთენე|ერატოსთენე კირინელის]] (რომელმაც პირველმა გაზომა დედამიწის გარშემოწირულობა), [[კრატეს მალუსი|კრატეს მალუსისა]] (რომელმაც პირველმა შექმნა გლობუსი ძვ.წ.150 წელს) და [[პტოლემე|პტოლემეს]] (რომელმაც თავის [[გეოგრაფია (პტოლემე)|"გეოგრაფიაში"]] გამოანგარიშა დედამიწის ზედაპირის ფართობი და აღწერა დასახლებული ნაწილი) ნარკვევები დედამიწის ზედაპირის შესახებ. შუა საუკუნეებში ეს სურათი შეიცვალა - აღნიშნული ტერიტორია გადართოვდა და შეემატა [[სკანდინავია]], [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] ჩრდილოეთი ნაწილი, [[აღმოსავლეთი აზია]] და [[სუბეკვატორული სარტყელი|სუბეკვატორული]] [[აფრიკა]]. პტოლემემ და სხვა ძველმა გეოგრაფებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი თვალსაწიერი მსოფლიოს მხოლოდ ერთ მეოთხედზე მოდიოდა, შესაბამისად წამოაყენეს ერთგვარი ჰიპოთეზა სახელწოდებით Terra Incognita ("უცნობი მიწები"), რომელიც სხვა განსახლებების პოტენციურ არსებობას მოიაზრებდა. ფაქტობრივად, შეხედულებამ მსოფლიო სიმეტრიულობის შესახებ შესაძლებელი გახადა, ძველ სწავლულთა შორის გამოჩენილიყო მსგავსი შეხედულებები დედამიწის "უცნობი მიწების" შესახებ.
 
== რომი ==
ერთ-ერთი უძველესი რელიეფური არტეფაქტი - ჯემა ავგუსტეა - ნათლად ასახავს ოიკუმენეს მხატვრულ პერსონიფიკაციას. ის გვირგვინის სახით ადგას იმპერატორ [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანე ავგუსტუსს]], რაც სამყაროში მშვიდობის დამყარების მხატვრულ სიმბოლოს წარმოადგენს.
 
[[ქრისტიანობა|ქრისტიანობაში]] ამ ტერმინმა [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის პირველი საეკლესიო კრების]] შემდეგ მოიკიდა ფეხი.
 
იმ დროისთვის ბერძნული ტერმინი ცივილიზებულ სამყაროს და შემდეგ უბრალოდ [[რომის იმპერია|რომის იმპერიას]] მოიხსენიებდა. ტერმინი ხმარებაში იყო [[დიოკლეტიანე|დიოკლეტიანეს]] რეფორმებამდე, თუმცა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიურ]] ეპოქაში აღნიშნული სიტყვა კვლავ შევიდა ხმარებაში და საიმპერატორო ადმინისტრაციას აღნიშნავდა. კონსტანტინოპოლი მიიჩნეონა "ეკუმენურ" ქალაქად, ამის შესაბამისად, [[586]] წლიდან ბიზანტიის პატრიარქს მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიო ეკუმენურ [[პატრიარქი|პატრიარქს]].
 
== თანამედროვეობა ==
 
=== რელიგია ===
ზემოხსენებულმა სიტყვამ განსაკუთრებით დიდი როლი შეიძინა მეოცე საუკუნეში, იგი გამოიყენებოდა ერთიანი [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] აღსანიშნავად, რაც არის [[ეკუმენიზმი|ეკუმენიზმის]] საბოლოო მიზანი - მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ქრისტიანულ კონფესიათა და დენომინაციათა გაერთიანებას სხვადასხვა სახის თანამშრომლობის პრეროგატივით.მოძრაობა არ არის მიღებული ბევრი ქრისტიანული ჯგუფის მიერ. [[ეკუმენიზმი|ეკუმენისტური]] პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა კონფესიის კომიტეტებს შორის წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე და, ასევე, კონფესიებსშორისი ორგანიზაციების მსჯელობით, როგორიცაა [[ეკლესიათა მსოფლიო საბჭო]].
 
=== კულტურა ===
კულტურულ კონტექსტში აღნიშნული ტერმინი ძირითადად აკადემიური გაგებით იოხმარება. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი გლობალური ეკუმენა გაჩნდა ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ფორმების დომინირების შედეგად მე-18 საუკუნის ბოლოდან. შეიძლება ითქვას, რომ [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბის]], [[ვასკო და გამა|ვასკო და გამასა]] და [[ფერნანდო მაგელანი|ფერნანდო მაგელანის]] მიერ განხორციელებულ დიდ აღმოჩენებამდე არსებობდა ორი ცალკეული ეკუმენა - ერთი, რომელიც მოიცავდა ძველ სამყაროს, ხოლო მეორე - ახალს, ესპანელი კონკისტადორების დროს კი ეს ორი ერთმანეთს შეერწყა, რის შედეგადაც გაჩნდა ერთიანი მსოფლიო სისტემა.
 
=== კარტოგრაფია ===
ტერმინი აგრეთვე გამოიყენება კარტოგრაფიაში, რითაც აღწერენ რუკის ტიპს, კერძოდ, გვიან ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში შესრულებულ სიმბოლურ, სქემატურ მსოფლიო რუკებს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.livius.org/ho-hz/homer/apotheosis.html ჰომერის აპოთეოზი] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20140702124924/http://www.livius.org/ho-hz/homer/apotheosis.html |date=2014-07-02 }}
*https://www.ccel.org/ccel/schaff/hcc4.i.iv.iv.html
 
{{ესკიზი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოიკუმენე“-დან