სამხრეთი კავკასია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 212.58.120.126 ცვლილებების გაუქმება (№4424108)
იარლიყი: გაუქმება
→‎ეტიმოლოგია: ფაჩრისტანი
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 2:
'''სამხრეთი კავკასია''' — [[რეგიონი]], რომელიც მდებარეობს [[შავი ზღვა|შავი ზღვისა]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვას]] შორის და მოიცავს [[საქართველო]]ს, [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიებს. სხვადასხვა წყაროში სამხრეთ კავკასიის სინონიმია [[ამიერკავკასია]], რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: ამიერკავკასია არის [[კავკასიონის ქედი]]ს სამხრეთი რეგიონი. ამიერკავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთ კალთის უმეტესი ნაწილი. [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთისა]] და [[მტკვარ-არაქსის დაბლობი|მტკვრის]] მთათაშორისი ბარი, ამიერკავკასიის მთიანეთი, [[თალიშის მთები|თალაშის მთები]] და [[ლენქორანის დაბლობი]]. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] პოლიტიკური ტერმინოლოგიით „ამიერკავკასია“ (Закавка́зье) [[რუსული ენა|რუსულიდან]] მოდის და ნიშნავს კავკასიონის ქედს მიღმა არსებულს. დღეს ფართოდ გამოიყენება უფრო ნეიტრალური ტერმინი – სამხრეთი კავკასია. პოლიტიკურად იგი მოიცავს სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.
 
მეხი დაგაყარეთ ღორებო რორებო რუსებო ამოწყდით ჩაწყდიტ ბოზებო ბოზებო ჟიზნ ვარამ მულაიზიმა ჩეეკ
==ეტიმოლოგია==
ზოგიერთი [[მეცნიერი]]ს აზრით, კავკასიის რეგიონი ანუ „კავკასია“, რომელიც მოიცავს ტერიტორიას კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამ ქედის ბერძნულ სახელს „კაუკასოს“ უკავშირდება. თავად ბერძნული „კაუკასოს“ კი ძველი ირანული „კაპკაჰ“ სახელწოდებისაგან უნდა მომდინარეობდეს, რაც „დიდმთას“ ნიშნავს.
სამხრეთ კავკასია არ არის ერთადერთი ტერმინი, როლითაც აღინიშნება კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილი. წარსულში, აქტიურად გამოიყენებოდა და დამკვიდრებული იყო ტერმინი „ტრანსკავკასია“. ქართველი ენათმეცნიერი [[თამაზ გამყრელიძე]] ამ საკითხთან დაკავშირებით წერს:
{{ციტატა|ამიერკავკასიას“ დასავლურ ენებზე ჩვეულებრივ „ტრანსკავკასიას“ უწოდებენ, რაც რუსულ „Закавказье“-ს თარგმანს წარმოადგენს, ლათინური „ტრანს-“ თავსართის გამოყენებით რუსული „за-“ პრეფიქსის შესაბამისად. „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“, მაშასადამე, ნიშნავს „კავკასიის ქედის, კავკასიონის მიღმა ტერიტორიას“, რაც ქართულად როგორც „იმიერკავკასია“ გადმოითარგმნება. კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ (ე.ი. „იმიერკავკასია“) ტერმინით აღნიშვნა გულისხმობს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომცველი ამ ტერიტორიის დანახვას და სახელდებას ჩრდილოეთიდან, „კავკასიის“ სამხრეთი ნაწილის შეფასებას „ჩრდილოელი დამკვირვებლის თვალით“, რის გამოც ეს ტერმინი გარკვეულ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, „კოლონიურ“ შეფერილობას იძენს. კავკასიის რეგიონი ანუ „კავკასია“, რომელიც მოიცავს ტერიტორიას კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამ ქედის ბერძნულ „კაუკასოს“ სახელს უკავშირდება. თავად ბერძნული „კაუკასოს“ ტერმინი ძველი ირანული „კაპკაჰ“ სახელწოდებისაგან უნდა მომდინარეობდეს, რაც „დიდ მთას“ ნიშნავს. ამგვარად, „კავკასია“ გეოგრაფიულად წარმოადგენს გარკვეულ ტერიტორიას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, რომელსაც კავკასიონის ქედი ორ ნაწილად ჰყოფს – ჩრდილოეთ კავკასიად და სამხრეთ კავკასიად. „კავკასიის“ სამხრეთ ნაწილს ჩვენ ქართულად სავსებით ბუნებრივად „ამიერკავკასიას“, ანუ კავკასიის ქედის „აქეთ“, „ამიერ“ მდებარე რეგიონს ვუწოდებთ. ამისგან განსხვავებით, რუსულ და დასავლურ სიტყვახმარებაში ჩრდილოეთ კავკასიას „Северный Кавказ“-ს უწოდებენ, ხოლო კავკასიის სამხრეთ ნაწილს ლოგიკურად მოსალოდნელი და გეოგრაფიულად გამართლებული „Южный Кавказ“-ის ნაცვლად გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე „Закавказье“ – „ტრანსკავკასია“ (ე.ი. „იმიერკავკასია“) ტერმინით აღნიშნავენ.
 
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტერმინი „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ მიზანშეწონილია ამ ენებში შეიცვალოს პოლიტიკურად ნეიტრალური და გეოგრაფიულად ზუსტი ტერმინებით „ჩრდილო კავკასია“ – „Северный Кавказ“, „North Caucasus“ და „სამხრეთ კავკასია“ – „Южный Кавказ“, „South Caucasus“; ქართულში „სამხრეთ კავკასია“ ტერმინის პარალელურად შესაძლებელია ტრადიციული „ამიერკავკასიაც“ ვიხმაროთ (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მომცველი ტერიტორიის აღსანიშნავად). ეს საკითხი არაერთხელ დასმულა ჩვენს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკურ კონფერენციებზე კავკასიის შესახებ და დადებითად იქნა აღქმული აღნიშნული ფორუმების მონაწილეთა მიერ.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ტრადიციული ტერმინები „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ იმდენად ფეხმოკიდებულია საერთაშორისო სიტყვახმარებაში, რომ მათ ნაცვლად ტერმინ „სამხრეთ კავკასიის“ დამკვიდრებას, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება. დროდადრო უნდა შეიცვალოს უცხოურ ორგანიზაციათა ამიერკავკასიასთან დაკავშირებული პროექტების ტერმინოლოგია: „ტრანსკავკასია“ – „Закавказье“ ტერმინის ნაცვლად უნდა იხმარებოდეს ტერმინი „სამხრეთ კავკასია“, „Южный Кавказ“, „South Caucasus“. ტერმინი „ტრანსკავკასიური“ (მაგალითად, „ტრანსკავკასიური მაგისტრალი“) დარჩება მხოლოდ მთელს „სამხრეთ კავკასიაში“ გამავალი გამჭოლი გზის, დერეფნის აღსანიშნავად აღმოსავლეთ– დასავლეთის (ან დასავლეთ–აღმოსავლეთის) მიმართულებით (ლათინური წინდებული „ტრანს“ - გარდა „იმიერ“ მნიშვნელობისა, რუს. „за-“, გამოხატავს აგრეთვე მნიშვნელობებს: „-ში“, „გასწვრივ“, რუს. „через“, „сквозь“, შდრ. ტერმინები „ტრანსატლანტიკური“, „ტრანსციმბირული“ და სხვ.). ამგვარი ტერმინოლოგიური დაზუსტება „კავკასიის“ მიმართ მით უფრო საგულისხმოა დღეს, როდესაც კონცეფცია „მშვიდობიანი კავკასიისა“ და კავკასიაში „კულტურათა დიალოგის“ შესახებ უკვე საერთაშორისო ჟღერადობას იძენს და მსოფლიო პოლიტოლოგიურ კონცეფციებში თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს როგორც ანტითეზა დასავლეთში გავრცელებული თეორიისა კავკასიის რეგიონში „ცივილიზაციათა შეტაკების“ თაობაზე.
 
ტერმინი „ტრანსკავკასია“ და „ტრანსკავკასი“ დასავლურ ენებში არის რუსული სიტყვის „ზაკავკაზიეს“ თარგმანი, რომელიც აღნიშნავს „კავკასიის მიღმა ტერიტორიებს}}
 
==გეოგრაფია==