მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ცხოვრება'''
მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა; გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მა შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა [[Neue Zürcher Zeitung]]-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია გერმანიას.
 
1936-41 წლებში ფრიში არქიტექტურას სწავლობდა. მისი პირველი და აქამდე ცნობილი პროექტი 1942 წელს გახორციელდა ციურიხის ცენტრში საზოგადოებრივი აბანოს სახით.
1947 წელს ციურიხში ის ბერტოლდ ბრეხტს შეხვდა. 1951 წელს ფრიში როქფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი [[აშშ]] გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა; დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: მე სტილერი არ ვარ 1954 წ. Homo Faber 1957 წ. და ვიქნები თუნდაც განტენბაინი 1964 წ. დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : ანდორა და ფაიერაიზერები. ფრიშიო პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი , სახელად -ანტონია ქუიქი .
ანონიმური მომხმარებელი