მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მაქს ფრიში (15 მაისი, 1911 - 4 აპრილი, 1991) შვეიცარიელი არქიტექტორი, დრ...
 
No edit summary
ხაზი 1:
მაქს ფრიში (15 მაისი, 1911 - 4 აპრილი, 1991) შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და ნოველისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულ ენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა. ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში ოლტენის ჯგუფის წევრი იყო.
 
 
 
'''ცხოვრება'''
მაქს რუდოლფ ფრიში 1911 წელს ციურიხში არქიტექტორ ფრანც ბრუნო ფრიშისა და კაროლინა ბეტინა ვილდერმუთის ოჯახში დაიბადა; გიმნაზიის დასრულებისთანავე 1930 წელს მან ციურიხის უნივერსიტეტში ჩააბარა და გერმანული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ორ წელიწადში მამამისის გარდაცვალებით გამოწვეული უსახსრობის გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუწია. სამაგიეროდ, მა შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს გამოცემა [[Neue Zürcher Zeitung]]-ში დაიწყო ჟურნალისტად და მესვეტედ მუშაობა. 1933 წელს მან სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა, 1935 წელს პირველად ეწვია გერმანიას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაქს_ფრიში“-დან