ფარვანასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ დაემატა კატეგორია:ფარვანისებრნი გაჯეტ HotCat-ით |
// რედაქტირება Wikiplus-ით |
||
ხაზი 1:
'''ფარვანისებრნი''' — მცენარეთა ქვეოჯახი [[პარკოსნები|პარკოსანთა]] ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 440 გვარი და 12 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული არამარტო ეკვატორულ, არამედ ზომიერ და ცივ ოლქებშიც. მრავლადაა მდელოებზე, ველებზე, ტყეებში, გზისპირა მდელობებზე. ხშირია [[ფოთლები]]ს ან მისი ნაწილების სახეცვლა პწკალებად ([[ღობის ცერცველა]]), [[ყლორტი|ყლორტებისა]] კი — ეკლებად ([[ინგლისური კურდღლისცოცხა]]). ყვავილის [[ჯამი (ბოტანიკა)|ჯამი]] შეზრდილფოთლიანია; [[გვირგვინი (ბოტანიკა)|გვირგვინს]] 5, ჩვეულებრივ თავისუფალი ფურცელი აქვს. მათგან ზედა, ყველაზე დიდ ფურცელს აფრა ან დროშა ეწოდება, 2 გვერდითას — ფრთა ან ნიჩაბი, 2 ქვედას (წინას) კი — კილი ან ნავი. [[მტვრიანა]] 10 ცალია, ისინი (9 ცალი) ხშირად ძირებით ერთმანეთს ეზრდება და ერთგვარ მილს წარმოქმნის, რომელიც [[ნასკვი|ნასკვზეა]] გარშემორტყმული, ერთი ცალი მტვრიანა კი თავისუფალი რჩება. თითქმის ყველა ფარვანისებრი გამოირჩევა [[ცილები]]ს მაღალი შემცველობით (განსაკუთრებით თესლი), რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით (მ.შ. ლიზინით, მეთიონინითა და ტრიპტოფანით). მრავალი მათგანი ([[ბარდა]], [[ოსპი]], [[ლობიო]], [[არაქისი]], [[სოია]], [[მუხუდო]], [[ცერცვი]] და სხვ.) კულტურაში ერთ-ერთი პირველი იყო შეტანილი როგორც ძვირფასი საჭმელი მცენარე. ძველი მიწათმოქმედებისთვის და ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები მრავალი თანამედროვე ხალხისათვის ამ მცენარეთა თესლი ცილების მთავარი წყაროა. მიწისზედა ყლორტები ცხოველების შესანიშნავი საკვებია. [[სამყურა]]ს, [[იონჯა]]ს, [[ესპარცეტი|ესპარცეტს]], [[ცერცველა]]ს სპეციალურად თესენ სათივედ. [[ხანჭკოლა]]ს ზოგიერთ სახეობას ამუშავებენ როგორც „[[მწვანე სასუქი|მწვანე სასუქს]]“, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერებას ამაღლებს, — მათ არ თიბავენ, არამედ მთელ მწვანე მასას ნიადაგში ჩახნავენ.
== სქოლიო ==
|