ფარვანასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფარვანისებრნი''' — მცენარეთა ქვეოჯახი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 440 გვარი და 12 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული არამარტო ეკვატორულ, არამედ ზომიერ დ...
 
// რედაქტირება Wikiplus-ით
ხაზი 1:
'''ფარვანისებრნი''' — მცენარეთა ქვეოჯახი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 440 გვარი და 12 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული არამარტო ეკვატორულ, არამედ ზომიერ და ცივ ოლქებშიც. მრავლადაა მდელოებზე, ველებზე, ტყეებში, გზისპირა მდელობებზე. ხშირია ფოთლების ან მისი ნაწილების სახეცვლა პწკალებად (ღობის ცერცველა), ყლორტებისა კი — ეკლებად (ინგლისური კურდღლისცოცხა). ყვავილის ჯამი შეზრდილფოთლიანია; გვირგვინს 5, ჩვეულებრივ თავისუფალი ფურცელი აქვს. მათგან ზედა, ყველაზე დიდ ფურცელს აფრა ან დროშა ეწოდება, 2 გვერდითას — ფრთა ან ნიჩაბი, 2 ქვედას (წინას) კი — კილი ან ნავი. მტვრიანა 10 ცალია, ისინი (9 ცალი) ხშირად ძირებით ერთმანეთს ეზრდება და ერთგვარ მილს წარმოქმნის, რომელიც ნასკვზეა გარშემორტყმული, ერთი ცალი მტვრიანა კი თავისუფალი რჩება. თითქმის ყველა ფარვანისებრი გამოირჩევა ცილების მაღალი შემცველობით (განსაკუთრებით თესლი), რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით (მ.შ. ლიზინით, მეთიონინითა და ტრიპტოფანით). მრავალი მათგანი (ბარდა, ოსპი, ლობიო, არაქისი, სოია, მუხუდო, ცერცვი და სხვ.) კულტურაში ერთ-ერთი პირველი იყო შეტანილი როგორც ძვირფასი საჭმელი მცენარე. ძველი მიწათმოქმედებისთვის და ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები მრავალი თანამედროვე ხალხისათვის ამ მცენარეთა თესლი ცილების მთავარი წყაროა. მიწისზედა ყლორტები ცხოველების შესანიშნავი საკვებია. სამყურას, იონჯას, ესპარცეტს, ცერცველას სპეციალურად თესენ სათივედ. ხანჭკოლას ზოგიერთ სახეობას ამუშავებენ როგორც „მწვანე სასუქს“, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერებას ამაღლებს, — მათ არ თიბავენ, არამედ მთელ მწვანე მასას ნიადაგში ჩახნავენ. ფარვანასებრთა მრავალი კულტურული სახეობა თესლბრუნვის აუცილებელი კომპონენტია.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Сытин А. К. |სათაური=Бобовые |ტომი=3 |გვ=621–622 |id=1871012}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარვანასებრნი“-დან