არაყი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Giomurva-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
 
ხაზი 2:
'''არაყი''' ({{lang-ar|عَرَق}} ''არაკ'' — [[ოფლი]]) — მაგარი [[ალკოჰოლური სასმელი|ალკოჰოლიანი სასმელი]]. ძირითადად ამზადებენ ორი გზით: რექტიფიცირებული ეთილის სპირტის წყალთან შერევით ან შაქრის და სახამებლის შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით.
 
პირველი მეთოდით არაყი მზადდება შემდეგნაირად: [[კარტოფილი|კარტოფილის]] ან [[მარცვლეული|მარცვლეულის კულტურები]] რექტიფიცირებულ [[ეთილის სპირტი|ეთილის სპირტს]] აზავებენ წყლით და [[გააქტივებული ნახშირი]]სა და სილის ფილტრებში ატარებენ. ამგვარად მიღებული არაყი (ე. წ. „რუსული არაყი“) შეიცავს 40,5 ან 56 % ეთილის სპირტს. გემოს გასაუმჯობესებლად მას უმატებენ შაქარს, [[ძმარმჟავა]] [[ნატრიუმი|ნატრიუმს]] და სხვ. არაყზე [[პიტნა|პიტნის]], [[ტარხუნა|ტარხუნის]], [[ციტრუსები|ციტრუსების]] და მისთანათა ექსტრაქტების დამატებით მიიღება შესაბამისი სახელწოდების ნაყენი.
 
მეორე სახის არაყს ამზადებენ [[შაქარი|შაქრის]] ან [[სახამებელი|სახამებლის]] შემცველი ნედლეულის უშუალო გამოხდით; შაქრის შემცველ ნედლეულს ხდიან ალკოჰოლური დადუღების, სახამებლის შემცველს კი ფერმენტული დაშაქრებისა და ალკოჰოლური დადუღების შემდეგ. ამგვარი გზით მიიღება [[ხილი|ხილის]], [[ჭაჭა|ჭაჭის]], სანთლის, [[პური|პურისა]]სა და სხვა არაყი. ასე მიღებულ არაყს შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის გემო და არომატი.
 
არყის ნაირსახეობებია: [[კონიაკი]], [[ბრენდი]], [[ვისკი]], [[ჯინი]], [[რომი (სასმელი)|რომი]] და სხვ.
 
უძველეს ქართულ წერილობით წყაროებში არაყი იხსენიება „იყის“ სახელით ([[ახალი აღთქმა]], [[ლუკას სახარება|ლუკა]] 1:15). [[საქართველო|საქართველოში]]ში არყის დამზადებას არყის გამოხდას უწოდებენ. გამოხდის ხალხური ტექნოლოგია სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია, რასაც ნაწილობრივ განაპირობებს საარაყე მასალის (ხორბლეული, ხილი, ჭაჭა, [[თაფლი|თაფლიანი]]ანი [[ფიჭა]], [[ანწლი]]) თავისებურება.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არაყი“-დან