ჭექა-ქუხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჭექა-ქუხილი''' ატმოსფერული მოვლენაა, რომლის დროსაც სქელ გროვ...
(განსხვავება არ არის)

08:56, 10 აპრილი 2008-ის ვერსია

ჭექა-ქუხილი ატმოსფერული მოვლენაა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში, ზოგჯერ მათსა და დედამიწის ზედაპირს შორის, წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა, რაც იწვევს ელვას და ქუხილს. ამ დროს, ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა (ზოგჯერ სეტყვაც) და ძლიერდება ქარი. ჭექაქუხილიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა სამხრეთი მთიანეთი (წელიწადში 50-56, სულ დიდი - 82 დღე).