საინგილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(diffedit)
(diffedit)
ხაზი 15:
 
==ისტორია==
საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და [[ელისუს სასულთნო]]საგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია [[ჰერეთი]]ს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში ადმინისტრაციულად [[მაჭის საერისთავო]]ს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა [[კახეთის სამეფო]]ში, [[ოსმალეთი]]სა და [[სპარსეთი]]ს გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარი [[ლეკები]]. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და [[მაჰმადიანობა|გამაჰმადიანება]]. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარი ([[ჭარი (ქალაქი)|ჭარი]], [[ბელაქანი]], [[კატეხი]], [[თალა]], [[მუხახი]], [[ჯინიხი]]) და წახურელი ([[წახური]], [[ილისუ]], [[სუვაგილო]] და [[ყარადულაკი]]) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს [[ჭარ-ბელაქანი]] და ელისუს სასულთნო [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა [[ჭარ-ბელაქნის ოლქი]], მის ბაზაზე კი 1840 — [[ბელაქნის მაზრა]], რომელიც ადმინისტრაციულად [[საქართველო-იმერეთის გუბერნია]]ში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი [[ზაქათალის ოკრუგი|ზაქათალის ოკრუგად]] იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა [[სამურის ოკრუგი|სამურის ოკრუგს]]. საინგილოს ნაწილი მოქცეული იყო [[სიღნაღის მაზრა]]ში, ნაწილი კი [[ნუხის მაზრა]]ში. 1918-1921 წლებში ისტორიული ჰერეთის (საინგილო)საინგილოს რეგიონი, [[ზაქათალის ოლქის ავტონომია|ზაქათალის ოლქის ავტონომიის]] სახით, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ, [[საქართველო]]ს ეს რეგიონი უკანონოდ ჩამოაჭრეს და [[აზერბაიჯანი]]ს შემადგენლობაში შეიყვანეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
 
==ტრადიციული საცხოვრისი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საინგილო“-დან