კარლოვი-ვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 55:
|add1=
}}
'''კარლოვი-ვარი''' ({{lang-cs|Karlovy Vary}}, {{lang-de|Karlsbad}}) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი [[ჩეხეთი|ჩეხეთში]]. მდებარეობს დასავლეთ ბოჰემიაში, ოგრჟეს ხეობაში, მდინარე [[ტეპლი (მდინარე)|ტეპლის]] შესართავთან, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 447 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ [[პრაღა|პრაღიდან]] დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 130 კმ-ში. სახელი ეწოდა [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|საღვთო რომის იმპერატორის]] [[კარლ IV]]-ის პატივსაცემად, რომელმაც დააარსა ქალაქი [[1370|1370 წელს]]. ისტორიულად არის განთქმული თავისი მრავალრიცხოვანი ცხელი [[წყარო (გეოგრაფია)|წყაროებით]]. სულ მოიპოვება 13 ძირითადი და 300-მდე მცირე წყარო, აგრეთვე მდინარე ტეპლის თბილი წყლები.
 
კარლოვი-ვარი [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეში]] გადაიქცა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, სადაც აშენდა მრავალი სანატორიუმი, აბაზანა და სასტუმრო. განთქმულია აგრეთვე [[კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი|კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალითა]] და [[ბეხეროვკა|ბეხეროვკას]] [[ლიქიორი]]თ. სიახლოვეს არის ფაიფურის დიდი ქარხანა. არაერთი სახელგანთქმული [[ადამიანი]] სტუმრობდა კარლოვი-ვარს როგორც სამკურნალო ბალნეოლოგიურ კურორტს, მათ შორის იყვნენ კომპოზიტორები: [[ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი]], [[ფრედერიკ შოპენი]], [[იოჰანეს ბრამსი]], [[ბედრჟიხ სმეტანა]], პოეტები [[იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე]], [[ფრიდრიხ შილერი]], მეფე [[პეტრე I დიდი]].
 
[[ჰავა]] ზომიერად ნოტიოა. დამახასიათებელია თბილი [[ზაფხული]] ([[ივლისი]]ს საშუალო [[ტემპერატურა]] 17,3°C) და ძალიან რბილი [[ზამთარი]] ([[იანვარი|იანვრის]] საშუალო [[ტემპერატურა]] –2°C). [[ატმოსფერული ნალექები]]ს რაოდენობა [[წელიწადი|წელიწადში]] შეადგენს 620 მმ-ს. სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს: ნახშირმჟავა სულფატურ-ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი თერმული წყაროების წყალი, რომელთა [[ტემპერატურა]] იცვლება 41,2°C-იდანდან 72,2°C-მდე. იყენებენ სასმელად, ჩამოსასხმელად, აბაზანებისათვის, შესასხურებლად, ინჰალაციისათვის, ნაწლავების ამოსარეცხად და სხვ. გარდა ამისა, არის ტორფის ტალახით მკურნალობა. მთავარი წყაროა ვრჟიდლო, ეგრეთ წოდებული შპრუდელი, რომლის წყლისაგან იღებენ კარლოვი-ვარის მარილს.
 
ძირითადი სამედიცინო ჩვენებებია: ღვიძლის, სანაღვლე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლოვი-ვარი“-დან