საინგილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
==გეოგრაფია==
საინგილო ჩრდილოეთიდამოიცავს შემოსაზღვრულიაკახეთის [[კავკასიონი]]თკავკასიონითა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილებს, დიშუზის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს. უდიდესი მდინარეებია ქურმუხი, მუხახისწყალი, ჭარისწყალი, მაწეხ-კატეხის წყალი, ბელაქნისწყალი. საინგილოს ტერიტორიაზეა [[მინერალური წყლები]] (ქურმუხის ხეობაში და ალიბეგლოსთან) სპილენძის და რკინის მადნები (ბელაქანში), ტყვიის და ვერცხლის მადნები (მუხახში).
==სოფლის მეურნეობა==
ამ ხარეში სოფლის მეურნეობა ოდითგანვე კარგად იყო განვითარებული. მის მთავარ დარგებს წარმოადგენდა მეთამბაქეობა, მეხილეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მარცვლეულის მეურნეობა და სხვა. ამ მხარის მრეწველობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ბაზაზეა განვითარებული.
 
==მოსახლეობა==
საინგილო მრავალეროვანი მხარეა. აქ ცხოვრობენ ქართველები, წახურელები, ავარიელები, აზებაიჯანელები, რუსები და სხვა.
 
==ისტორია==
საინგილო შედგებოდა (კაკ-ენისელი) და [[ელისუს სასულთნო]]საგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია [[ჰერეთი]]ს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში ადმინისტრაციულად [[მაჭის საერისთავო]]ს ფარგლებში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა [[ კახეთის სამეფო]]ში, [[ოსმალეთი]]სა და [[სპარსეთი]]ს გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი [[ლეკები]]. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და [[მაჰმადიანობა|გამაჰმადიანება]]. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი ([[ჭარი (ქალაქი)|ჭარი]], [[ბელაქანი]], [[კატეხი]], [[თალა]], [[მუხახი]], [[ჯინიხი]]) და წახურელები ([[წახური]], [[ილისუ]], [[სუვაგილო]] და [[ყარადულაკი]]) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს [[ჭარ-ბელაქანი]] და ელისუს სასულთნო [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა [[ჭარ-ბელაქნის ოლქი]], მის ბაზაზე კი 1840 - [[ბელაქნის მაზრა]], რომელიც ადმინისტრაციულად [[საქართველო-იმერეთის გუბერნია]]ში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი [[ზაქათალის ოკრუგი|ზაქათალის ოკრუგად]] იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა [[სამურის ოკრუგი|სამურის ოკრუგს]]. საინგილოს ნაწილი მოქცეული იყო [[სიღნაღის მაზრა]]ში, ნაწილი კი [[ნუხის მაზრა]]ში. 1918-1921 წლებში ისტორიული ჰერეთის (საინგილო) რეგიონი [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ, [[საქართველო]]ს ეს რეგიონი უკანონოდ ჩამოაჭრეს და [[აზერბაიჯანი]]ს შემადგენლობაში შეიყვანეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საინგილო“-დან