ტილზიტის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ტილზიტის ზავი''' — [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]], საფრანგეთსა და [[პრუსია|პრუსიას]] შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელზეც ხელი მოაწერეს [[ტილზიტი|ტილზიტში]] [[1807]] წლის 25 ივნისს. [[1806]]-[[1807]] წწ. რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის ომის დროს. ამ ზავით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები და მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. [[ელბა (მდინარე)|ელბის]] მარცხენა ნაპირის მიწები გადაეცა ახლადშექმნილ [[ვესტფალის სამეფო|ვესტფალის სამეფო]]ს, [[კოტბუსის ოლქი]] - [[საქსონია]]ს, [[ბელოსტოკის ოლქი]] - რუსეთს, ხოლო დანცინგი ([[გდანსკი]]) თავისუფალ ქალაქად გამოაცხადა. [[პოლონეთი]]ს მიწები რომლებიც დანაწილების შედეგად პრუსიას ჰქონდა შეერთებული, შედგა [[ვარშავის საჰერცოგო]].
 
საიდუმლო ტრაქტათით მხარეები შეთახმდნენ რომ იბრძოლებდნენ ნებისმიერი ქვეყნის წინაარმდეგ თუ [[ინგლისი]] უარყოფდა რუსეთის შუადგომლობას საფრანგეთთან ზავის დადების თაობაზე, არ დაუშვბდა ზღვებზე თავისუფლებას და საფრანგეთს არ დაუბრუნებდა [[1805]] წლის შემდეგ დაპყრობილ კოლონიებს. რუსეთს კავშირი უნდა გაეწყვიტა ინგლისთან და მიმხრობოდა [[კონტინეტურიკონტინენტური ბლოკადა|კონტინეტურკონტინენტურ ბლოკადას]]. თუ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] უარყოფდა საფრანგეთის შუადგომლობას, [[ნაპოლეონი]] პირობას დებდა დაეწყო მასთან ომი. რუსეთ-საფრანგეთის ზავით პრუსიას, ტერიტორიული დათმობების გარდა, არმია უნდა შეემცირებინდა 40 000 კაცამდე, საფრანგეთისთვის გადაეხადა კონტრიბუცია 100 მლნ. ფრანკის ოდენობით და შეერთებოდა კონტინეტურ ბლოკადას. ტილზიტის ზავი გერმანიის ეროვნული ღირსების დამცირება იყო, ამიტომ მას მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდა. რუსეთში ტილზიტის ზავს განიხილავდნენ, როგორც არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას რომელიც ქვეყნის ღირსებას ამცირებდა. ტილზიტის ზავმა ვერ გადაჭრა საფრანგეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტილზიტის_ზავი“-დან