ჯაბა იოსელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.228.18-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 39:
დაიბადა [[ხაშური|ხაშურში]]. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. პირველად დააპატიმრეს 1942 წელს. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 25 წელი მიუსაჯეს. 17 წელი ციხეში გაატარა.<ref>{{cite news | title=ჯაბა კონსტანტინოვიჩ იოსელიანი |publisher=მონაცემთა ბაზა "ლაბირინთი"| url=http://www.labyrinth.ru/content/card.asp?cardid=40706| | language = ენა: [[რუსული ენა|რუსული]]}}</ref> 1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. ის წამყვანი ფიგურა გახდა რუსეთის კრიმინალურ სამყაროში, როგორც [[კანონიერი ქურდი]].
 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1972 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, მწერალი, დრამატურგი... მისი პიესები იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში...
საქართველოში დაბრუნების შემდეგ თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის. მიიღო [[პროფესორი]]ს წოდება თეატრალური ხელოვნების სფეროში საქმიანობისთვის.
 
1989 წლის აგვისტოში დააარსა შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება [[მხედრიონი]]ს. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო [[აფხაზეთი]]სა და [[სამხრეთ ოსეთი]]ს რეგიონების დაცვა სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა [[ზვიად გამსახურდია]]მ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს.<ref>[http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=370013 მეცნიერი, ქურდი და ზოგადი]. გაზეთი: კომერსანტი. ავტორი: ვლადიმირ ნოვიკოვი. გამოცემა: № 9 (512). თარიღი: 10 მარტი 2003</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაბა_იოსელიანი“-დან