ქვის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
91.184.106.44-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:National park stone tools.jpg|thumb|right|ქვის ხანის იარაღები]]
===პირველყოფილი - თემური წყობილება საქართველოში=== ძველი ქვის ხანა. '''წინაგვაროვნული საზოგადოება.''' საქართველოში ადამიანი დასახლებულა საკმაოდ ადრე, დაახლოებით 1,7-1,8 მლნ წლის წინათ. ეს გაირკვა უკანასკნელ წლებში საქართზლოში ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად. თბილისიდან სამხრეთ - დასავლეთით, დაახლოებით 90 კმ - ზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან, გაქვავებული ვულკანური ლავისგან წარმოქმნილ პლატოზე, მდებარეობს შუა საუკუნის ნაქალაქარი დ მ ა ნ ი ს ი. მისი არქეოლოგიური შესწავლა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ნაქალაქარის ქვეშ, გაქვავებული ლავის ზედაპირთან ახლოს, აღმოჩნდა სხვადასხვა ცხოველის ძვლები და უმარტივესი ქვის იარაღები. გაირკვა რომ ეს ძვლები ეკუთვნოდა დაახლოებით 1,5-2 მლნ წლის წინათ გადაშენებულ ისეთ ცხოველებს, როგორიც იყო სამხრეთული სპილო, გარეული ცხენი, ე.წ. ეტრუსკული მარტორქა და გიგანტური სირაქლემა.
'''ქვის ხანა''' — [[კაცობრიობა|კაცობრიობის]] განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც [[შრომის იარაღი|შრომისა]] და [[საბრძოლო იარაღი]] იქმნებოდა უმთავრესად [[ქვა|ქვისგან]]. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა [[ხე (მასალა)|ხე]] და [[ძვალი (მასალა)|ძვალიც]]. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.
 
ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: [[პალეოლითი]] (ძველი ქვის ხანა), [[მეზოლითი]] (შუა ქვის ხანა) და [[ნეოლითი]] (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: [[ქვედა პალეოლითი|ქვედა]], [[შუა პალეოლითი|შუა]] და [[ზედა პალეოლითი|ზედა პალეოლითად]].
 
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: [[დმანისი|დმანისში]], [[კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|კაცხში]], [[ლაშებალთა]]ში, [[ჭიქიანის მთა]]ზე.<ref>საქართველოს ისტორია, თბ., 2008 წ. გვ. 22</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვის_ხანა“-დან